Thumbnail

ქართველების ტრიუმფი ჩელენჯერში - ბოლქვაძე ერთეულებში, შაფათავა წყვილებში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ქართველი ჩოგბურთელების წარმატება ჩელენჯერის სერიის ტურნირში
  • ბოლქვაძემ ობიდუშში ერთეულებში გაიმარჯვა, შაფათავამ - წყვილებში

მარიამ ბოლქვაძემ და სოფიო შაფათავამ პორტუგალიაში, ჩელენჯერის სერიის ტურნირში წარმატებით იასპარეზეს. 21 წლის ბოლქვაძემ ობიდუშის 25-ათასიანი ტურნირის ერთეულთა თანრიგში გაიმარჯვა, ხოლო 30 წლის შაფათავამ - წყვილებში.

ბოლქვაძემ ტურნირის ფინალში ესპანელი ნურია პარიზას-დიასი დაამარცხა - 6:2, 7:5. მანამდე კი ნახევარფინალში დაპირისპირება შაფათავასთან მოუხდა, რომელსაც 6:2, 6:2 სძლია. 

მარიამ ბოლქვაძისთვის ეს მეოთხე კარიერული ტიტულია. ამჟამად ჩოგბურთელი WTA-ს რეიტნგში 217 ქულით 252-ე ადგილს იკავებს, რაც მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია.

სოფიო შაფათავამ რევანშის აღება წყვილთა თანრიგში შეძლო

ქართველი ჩოგბურთელები ერთმანეთს წყვილთა ტურნირის ფინალშიც დაუპირისპირდნენ. აქ გამარჯვება შაფათავამ იზეიმა, რომელმაც ბრიტანელ ემილი უებლი სმიტთან ერთად, მარიამ ბოლქვაძისა და სლოვენიელი ნასტია კოლარის წყვილს აჯობეს - 6:1, 2:6, 11:9.

სოფიო შაფათავა WTA-ს წყვილთა რეიგინტში 235-ე ადგილს იკავებს, ერთეულებში -  445-ე.

კომენტარები

ბოლო ამბები