Thumbnail

ჭიდაობა | ქართველმა ჭაბუკებმა ანტალიის ტურნირზე 7 მედალი მოიპოვეს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ტურნირში მონაწილეობა 12 ქვეყნის ნაკრებმა მიიღო
  • ქართული გუნდის აქტივში 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალია

11-14 აპრილს, თურქულ ანტალიაში ჭაბუკთა საერთაშორისო ტურნირი გამარჯვების თასი გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებებმა ჯამში 7 მედალი მოიპოვეს.

ბერძნულ-რომაული ნაკრებიდან ჩემპიონები ბექა ქობულაძე (80 კგ) და მათე გოქაძე (110 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლები ხვიჩა აბულაძემ (48 კგ), თორნიკე სოლომონიძემ (51 კგ) და დათა ჩხაიძემ (71 კგ) მოიპოვეს.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირის ვიცე-ჩემპიონი დავით კოღუაშვილი (80 კგ) გახდა, მესამე საპრიზო ადგილი კი დავით ფაცინაშვილმა (65 კგ) დაიკავა.

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-ს ეგიდით გამართულ ტურნირზე მონაწილეობა ყაზახეთის, ბელგიის, აზერბაიჯანის, უნგრეთის, ყირგიზეთის, რუმინეთის, ირანის, მოლდოვას, ბულგარეთის, ესტონეთის, საქართველოს და მასპინძელი თურქეთის ნაკრებებმა მიიღეს.

კომენტარები

ბოლო ამბები