Thumbnail

მარცხი მონაკოს მასტერსზე - ბასილაშვილმა თიხნარის სეზონი ცუდად დაიწყო

  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 5:7, 6:3, 1:6 მარტონ ფუჩოვიჩი
  • უნგრელთან ქართველმა 5-დან 4 მატჩი წააგო

მონაკოში სტარტი აიღო Rolex Monte-Carlo Masters-ის ტურნირმა, რომლის საპრიზო ფონდიც €5.2 მილიონია. მასტერსზე მე-12 ნომრად განთესილმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (17) თიხნარის სეზონი წარუმატებლად გახსნა - პირველივე წრეში (1/32 ფინალი) უნგრელ მარტონ ფუჩევიჩთან (37) დამარცხდა - 5:7, 6:3, 1:6.

მატჩი 2 საათსა და 5 წუთს გაგრძელდა. უნგრელის ანგარიშზე 6 ეისია (ბასილაშვილი - 2). ქართველმა ჩოგბურთელმა 9 ორმაგი შეცდომა დაუშვა (6 ფუჩოვიჩმა). 

ბასილაშვილი და ფუჩოვიჩი ერთმანეთს მეხუთედ შეხვდნენ და უნგრელმა ჩოგბურთელმა მეოთხედ იმარჯვა. ნიკამ ერთადერთხელ, 2015 წლის უიმბლდონზე აჯობა მას ოთხ სეტში. 

კომენტარები

ბოლო ამბები