Thumbnail

'ტანზე თითქოს რაღაც ესვა' - რუსმა მოჭიდავემ საჩინო დავითაია დაადანაშაულა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • არტიომ სურკოვმა საჩინო დავითაიას ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოსთვის ბრძოლა მოუგო
  • მოგვიანებით რუსმა მოჭიდავემ ქართველი ფალავნის კეთილსინდისიერებაში ეჭვი შეიტანა

რუსმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე არტიომ სურკოვმა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე საჩინო დავითაიას ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა მოუგო, ქართველი სპორტსმენის კეთილსინდისიერებაში ეჭვი შეიტანა.

სურკოვს ევროპის ჩემპიონატზე ოქრო ორჯერ აქვს მოგებული - 2017 და 2018 წლებში

ახლახან რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ ტურნირში, 67 კგ-მდე წონით კატეგორიაში, მსოფლიოსა და ევროპის, ასევე ევროპული თამაშების რუსმა ჩემპიონმა საჩინო დავითას დაძაბულ ბრძოლაში აჯობა (2-1), ერთ ეპიზოდში კი ქართველ მოჭიდავეს ტრავმაც მიაყენა - საჩინომ შეხვედრა გახეთქილი წარბით ჩაატარა.

"ამ ქართველს პირველად ვეჭიდავე, ადრე ის 72 კგ-ში გამოდიოდა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის რაღაცით იყო გაპოხილი, მის მკლავებზე ხელი სრიალებდა. რა თქმა უნდა, მწვრთნელებს ამის შესახებ ვაცნობე. თანამედროვე ჭიდაობაში ასეთ რამეს მიმართავენ, მაგრამ გაპროტესტებას აზრი არ აქვს - გამშრალების შემდეგ კანი სუფთა ჩანს, მაგრამ შემდეგ ისევ გრძნობ ხელებზე ზეთს", - აქვეყნებს რუსის სიტყვებს რუსული მედია

📺 საჩინო დავითაიას ორთაბრძოლა არტიომ სურკოვთან

საჩინო დავითაიას მარცხი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში

საჩინო დავითაიას მარცხი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში

Posted by Silk Sport on კვირა, 14 აპრილი, 2019

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ვიცე-ჩემპიონები იაკობ ქაჯაია (130) და ლაშა გობაძე (82 კგ) გახდნენ, ბრინჯაო კი ლევან ქავჟარაძემ (63) მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები