Thumbnail

ქართველმა კარატისტებმა ევროპის ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვეს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ნაკრების აქტივში ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალია
  • ოქროს მედალი მიხეილ წიკლაურმა მოიპოვა, რომელიც ევროპის ჩემპიონი მესამედ გახდა

საქართველოს კონტაქტური კარატეს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართულმა გუნდმა მამაკაცთა შორის გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

ჩემპიონატი ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში გაიმართა. ოქროს მედალი მიხეილ წიკლაურმა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ქართველი სპორტსმენი ევროპის ჩემპიონის ტიტულს მესამედ დაეუფლა (2009, 2011, 2019). ევროპის მომდევნო ჩემპიონატი 2020 წელს ჩატარდება და ტურნირს საქართველო უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრების ყველა მედალოსანი

ოქრო: მიხეილ წიკლაური (75 კგ.)

ვერცხლი: ანდრეი ზინჩენკო (65 კგ.)

ბრინჯაო: სერგო მოვსესიანი (65 კგ.)

ბრინჯაო: ლევან ვერულიძე (95 კგ.)

კომენტარები

ბოლო ამბები