Thumbnail

ჩაწყობილი თამაშები - უკრაინულმა კლუბმა 10 მილიონ ევროზე მეტი იშოვა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • უკრაინის პირველი ლიგის კლუბი სუმი გარიგებულ მატჩებში მონაწილეობაში ამხილეს
  • კლუბმა არბიტრებისა და მეტოქეების მოსყიდვით 10 მილიონ ევროზე მეტი გამოიმუშავა
  • სუმის პროფესიონალური საფეხბურთო კლუბის სტატუსი უკვე შეუჩერდა

უკრაინული საფეხბურთო კლუბი სუმი წელიწადნახევრის განმავლობაში გარიგებული მატჩების ორგანიზებით იყო დაკავებული და როგორც ირკვევა, ამ პერიოდში კლუბმა 10 მილიონ ევროზე მეტი გამოიმუშავა. 

ტელეარხ "ფუტბოლ ½"-ის ცნობით, სუმიმ, რომელიც უკრაინის პირველ ლიგაში გამოდიოდა, ჯამში 30 გარიგებული მატჩი ჩაატარა. ამის გამო კლუბი უკვე დასაჯეს. უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მას პროფესიონალური კლუბი სტატუსი გაუუქმა.

“სუმი ორი სახეობის მატჩ-ფიქსინგით იყო დაკავებული - არბიტრებისა და მეტოქეების მოსყიდვით. შედეგად, კლუბში ფსონს საკუთარ გამარჯვებაზე აკეთებდნენ. ფაქტობრივად, ეს იყო ინვესტიცია -  სუმი იგებდა, ფსონს კი შემოსავალი მოჰქონდა. იყო შემთხვევებიც, როდესაც კლუბი ფსონს საკუთარი თავის წინააღმდეგაც აკეთებდა. მოკლედ, სუმის შემოსავალი მოგებაზეც ჰქონდა და წაგებაზეც", - ყვება უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ეთიკისა და სამართლიანი თამაშის კომიტეტის ხელმძღვანელი ფრანჩესკო ბარანკი, რომლის თქმით, ფსონები კეთდებოდა როგორც უკრაინაში, ისე მის საზღვრებს გარეთ, უმეტეს შემთხვევაში კი აზიის ბუქმეკერულ ბაზრებზე. 

სუმის შემთხვევა, გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმეა ევროპაში. მსგავსი მასშტაბის ისტორია ფინეთსა და ალბანეთს უკავშირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები