Thumbnail

ფუტსალი | ლიგის თასის ყველა მეოთხედფინალური წყვილი ცნობილია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • დასკვნით მატჩში ერთმანეთს უმაღლესი ლიგის და ფუტსალის ლიგა 2-ს გუნდები შეხვდნენ
  • 19 აპრილს, თბილისის ოლიმპიური სასახლე მეოთხედფინალურ შეხვედრებს უმასპინძლებს

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის თასის საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართა. დასკვნით მატჩში ერთმანეთს უმაღლესი ლიგის და ფუტსალის ლიგა 2-ს გუნდები დაუპირისპირდნენ. თბილისსა და პსპ-ს შორის გამართული შეხვედრა მთელი თამაშის მანძილზე ფარმაცევტების უპირატესობით მიმდინარეობდა. პსპ-მ კარი მშრალად შეინახა და მეტოქე 8:0 დაამარცხა. შეხვედრაში ორ-ორი გატანილი გოლით ნიკოლოზ კურტანიძე და გურამ გოგიჩაიშვილი გამოირჩნენ.

„ჩვენი გუნდი ფუტსალში სადებიუტო სეზონს ატარებს და ბევრი რამე გვაქვს დასახვეწი. დღევანდელი შეხვედრა პირველი რეპეტიცია იყო სერიოზული დონის მისაღწევად, რადგან თბილისი უმაღლესი ლიგის გუნდია. გამოცდილი მეტოქე გვყავდა, მაგრამ ჩვენმა მობილიზებამ გამარჯვება მოგვიტანა. შემდეგ ეტაპზე თსუ 2-ს ვხვდებით.  ჩვენი ლიგის გუნდია და მათთან ადრეც გვითამაშია. დაძაბული მატჩი გველის და შევეცდებით  მოსამზადებელი პერიოდი მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენოთ”. - განაცხადა მატჩის შემდეგ პსპ-ს მოთამაშე გივი კაციტაძემ.

საკვალიფიკაციო ეტაპის სხვა შეხვედრებში ილიაუნიმ საქართველოს უნივერსიტეტს 11:1 სძლია, ხოლო თსუ-მ ივერია 2017-თან 9:2 გაიმარჯვა. 19 აპრილს, თბილისის ოლიმპიური სასახლე ფუტსალის ლიგის თასის მეოთხედფინალურ შეხვედრებს უმასპინძლებს. ერთმანეთს ილიაუნი - კსუ, თსუ - მართვე, TMC თბილისი - თელასი და თსუ 2 - პსპ დაუპირსპირდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები