Thumbnail

TOP 5 | საუკეთესო განლაგებები FIFA 19-ში

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • რომელია საუკეთესო ტაქტიკა და განლაგება?
  • თქვენთვის ყველაზე ეფექტური ხუთეული შევარჩიეთ

ქვა, ქაღალდი, მაკრატელი - FIFA 19-ში მოთამაშეთა განლაგების შერჩევა სწორედ ამ თამაშს ჰგავს. როგორც ყოველთვის, ზუსტი პასუხი არ არსებობს, თუმცა ყველა განლაგებას აქვს ძლიერი და სუსტი მხარე.

მოცემულ მომენტში პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტი 4-3-3 განლაგებით თამაშობს და პრემიერლიგის ერთ-ერთი ლიდერია. გახსოვთ ალბათ ისიც, რომ ლესტერმა ტიტული 4-4-2-ით მოიგო. 

როდესაც საფეხბურთო სიმულატორ FIFA 19-ის საუკეთესო განლაგებებზე ვსაუბრობთ, რამდენიმე რამ უნდა გავითვალისწინოთ - წინასწარ უნდა განვსაზღვროთ თუ რომელ მოთამაშეს რა პოზიციაზე დავაყენებთ და რა როლს მივცემთ მათ.

4-5-1 - შეტევა

ფლანგებიდან შეტევა FIFA 19-ში ძალიან ეფექტურია, შესაბამისად ეს კომპონენტი აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. 4-5-1 განლაგება შესაძლოა სარისკოდ ჟღერდეს, მაგრამ მოთამაშეთა სწორი ნაკრებით მოწინააღმდეგეებთან გამკლავებას მარტივად შეძლებთ.

რა უნდა გაითვალისწინოთ - ფლანგებზე მოთამაშე ნახევარმცველები წინ არ წაწიოთ. ისინი შეტევაშიც და დაცვაშიც თანაბრად უნდა იყვნენ ჩართულნი, რაც იმას ნიშნავს, რომ მუდმივად მეტოქის ნახევარზე ვერ იქნებიან. რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ ტაქტიკამ იმუშაოს, მაღალი და ჯანიანი თავდამსხმელიც დაგჭირდებათ.

რას უნდა მოერიდოთ - განლაგების სუსტი წერტილი ერთი შეხედვითაც ჩანს - მარტო მდგარი ცენტრალური ნახევარმცველი. ამ პოზიციაზე ისეთი ფეხბურთელი უნდა გყავდეთ, რომელიც ერთი ერთზე ორთაბრძოლების 50%-ს მაინც იგებს. 

დამატებითი ინსტრუქცია - თუკი შესაძლებელია, თქვენს თავდამსხმელს შეტევაში Target Man როლი ჩაურთეთ, რათა მეტოქისთვის მაქსიმალურად შემაწუხებელი იყოს. თქვენი ცენტრალური ნახევარმცველი შეტევისას უკან უნდა რჩებოდეს. მაქსიმალური ეფექტისთვის, შეტევით სტილად Fast Build-up შეარჩიეთ.

5-4-1 - ბრილიანტი (Diamond Formation)

გეთანხმებით, დამაბნეველად გამოიყურება, მაგრამ არ შეშინდეთ. 5-4-1 განლაგება მოქნილობას და მეტოქის საჯარიმოში სახიფათო მომენტების სიმრავლეს უზრუნველყოფს. ამ სისტემას საუკეთესო დაცვასთან გამკლავების უნარიც კი აქვს.

რა უნდა გაითვალისწინოთ - იგივე რაც პირველ შემთხვევაში, უბრალოდ არ დაივიწყოთ, რომ ფლანგებიდან შეტევა ძალიან ეფექტურია. დაგჭირდებათ მცველები, რომლებიც ფლანგებზე შეტევებში აქტიურად ჩაერთვებიან. ამის გარეშე განლაგება არაეფექტურია.

რას უნდა მოერიდოთ - ამ განლაგებაში ტრადიციული ნახევარმცველის ადგილი არ არის. აქცენტი იმ მცველებზე უნდა გააკეთოთ, რომლებიც ტექნიკით გამოირჩევიან, სწრაფები არიან და კარგი გადაცემების გაკეთების უნარი აქვთ. ამის გარეშე დაცვას და ნახევარდაცვას შორის კავშირი ვერ შედგება.

დამატებითი ინსტრუქცია - განსაკუთრებულ რჩევებს ვერ მოგცემთ, უბრალოდ - შეუტიეთ, შეუტიეთ და კიდევ შეუტიეთ. თუკი ცენტრალურ მცველებს Conservative Interceptions ჩაურთავთ, დაცვაში უფრო მშვიდად იქნებით. კონტრ-ინტუიტიურია, მაგრამ ამ შემთხვევაში საუკეთესო სათამაშო სტილი დაცვითია.

4-4-1-1 ნახევარდაცვა

4-4-1-1 ნახევარდაცვითი განლაგება იდეალური მათთვისაა, ვისაც დაცვითი თამაში უყვარს, მაგრამ თან არ უნდა, რომ შეტევისას პრობლემები შეექმნას.

რა უნდა გაითვალისწინოთ - თუკი ორი ძლიერი ნახევარმცველი გყავთ, ეს განლაგება იმუშავებს. ცენტრალური წყვილი სოლიდურ ბაზას ქმნის, რათა წნეხი მოიგერიოთ და შემდეგ კონტრ იერიშებზე ითამაშოთ. იდეალურ სამყაროში თქვენს 10 ნომერს დრიბლინგის უნარიც ექნება.

რას უნდა მოერიდოთ - სიმართლეს გეტყვით, ბევრს არაფერს. ამ ფორმაციის შემთხვევაში შეცდომის დაშვების უფლება გაქვთ, რადგან მისი გამოსწორების შანსი პრაქტიკულად ყოველთვის გეძლევათ.

დამატებითი ინსტრუქცია - ორივე ნახევარმცველს Chance Creation-ში Stay Wide ფუნქცია უნდა ჩაურთოთ, რათა დისციპლინაში პრობლემები არ შეგექმნათ. სათამაშო გეგმას რაც შეეხება - ბალანსირებული აირჩიეთ, თუმცა როდესაც განლაგებას მიეჩვევით, შეგიძლიათ მცირედი შესწორებები თავადვე შეიტანოთ.

5-2-3

ახლა კი ჩვენი აზრით საუკეთესო განლაგებაზე ვისაუბრებთ - 5-2-3. ამ განლაგების შედეგად ძალიან ძლიერ დაცვას, ასეთივე ნახევარდაცვას და სწრაფ შეტევას მიიღებთ.

რა უნდა გაითვალისწინოთ - იდეალური განლაგება არ არსებობს, მაგრამ თქვენ შესანიშნავ მდგომარეობაში აღმოჩნდებით, თუკი ორ შემტევ ნახევარმცველს გამოიყენებთ. წინა სამეული თავად უნდა შეარჩიოთ და საკუთარი სტილი იპოვოთ, თუმცა ჩვენ ფლანგზე სწრაფ თავდამსხმელებს და ცენტრში ტექნიკურ შემტევს გირჩევდით.

რას უნდა მოერიდოთ - მოერიდეთ მცველებს, რომლებსაც შეტევაში გადასვლა და უკან სწრაფად დაბრუნება არ შეუძლიათ. შეტევითი სტრატეგიის მთავარი დასაყრდენი ძალა სწორედ ისინი არიან, შესაბამისად სისწრაფისა და გამძლეობის რეიტინგები უმნიშვნელოვანესია.

დამატებითი ინსტრუქცია - Attacking Runs-ში ცენტრალური თავდამსხმელის ცრუ ცხრიანად (False 9) დაყენება პირველია, რაც უნდა გააკთოთ. მარცხენა და მარჯვენა მცველებს Attack with Overlap Runs უნდა ჩაურთოთ, რათა წინ ეფექტურად დაიხარჯონ და დაცვაშიც კარგად დადგნენ. თუკი შეტევაში ბურთს დაკარგავთ და ეს აუცილებლად მოხდება, აქტიური პრესინგი გამოიყენეთ, რათა მეტოქეს თქვენს ნახევარზე სწრაფად გადმოსვლის საშუალება არ მისცეთ.

4-2-2-2

ორი ცენტრალური თავდამსხმელი FIFA 19-ში კარგად მუშაობს, თუმცა 4-2-2-2-იც არანაკლებ ეფექტურია, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც უკვე აგებ.

რა უნდა გაითვალისწინოთ - კი, ტაქტიკა ოდნავ მოძველებულია, მაგრამ 'დიდი' და 'პატარა' თავდამსხმელით თამაში თქვენს მეტოქეს ახლაც ბევრ პრობლემას შეუქმნით. ბურთის შეცურება, ან პასის მეტოქისთვის თავზე გადაგდება ეფექტური ტაქტიკებია. თქმაც არ უნდა, რომ ნახევარმცველები დაცვაზე უნდა იყვნენ კონცენტრირებულები.

რას უნდა მოერიდოთ - შემტევ ნახევარმცველებს. თუკი ნახევარმცველები დაიღლებიან, გოლს ვერ გაიტანთ.

დამატებითი ინსტრუქცია - უნდა შეარჩიოთ ისეთი დუეტი, როგორიც ოუენს და ჰესკის ჰქონდათ. პატარა, უფრო სწრაფ თავდამსხმელს Attacking Runs-ში Get in Behind-ს ჩაურთავთ. წინ მოთამაშე ორივე ფეხბურთელს Free Roam უნდა ჰქონდეთ გააქტიურებული.

კომენტარები

ბოლო ამბები