Thumbnail

NBA | ჯეიმს ჰარდენი ფორმაშია - ჰიუსტონმა იუტას შანსი არ დაუტოვა!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჰიუსტონ როკეტსმა იუტა ჯაზი ადვილად დაამარცხა
  • ჯეიმს ჰარდენმა ორმაგი დუბლი შეასრულა

ჰიუსტონ როკეტსმა იუტასთან პლეი ოფის პირველივე დუელში დაამტკიცა, რომ არა მარტო ამ წყვილის, არამედ მთლიანად NBA-ს სეზონის ერთ-ერთი ფავორიტია. ტექსასელებმა ჯაზი სოლიდური ანგარიშით, 122:90 დაამარცხეს.

მასპინძელთაგან საუკეთესო, რა თქმა უნდა, ჯეიმს ჰარდენი იყო - The Beard-მა 29 ქულით და 10 პასით ორმაგი დუბლი შეასრულა, სამმაგ დუბლამდე კი მხოლოდ 2 მოხსნა დააკლდა (8). ჰარდენს მხარი თანაგუნდელებმაც კარგად აუბეს - მის გარდა, 10 და მეტი ქულა როკეტსის კიდევ ექვსმა მოთამაშემ ჩააგდო. ჰარდენის შემდეგ საუკეთესო ერიკ გორდონი გახლდათ (17 ქულა), კლინტ კაპელამ ორმაგი დუბლი მიითვალა (16 ქულა, 12 მოხსნა), კრის პოლის ანგარიშზე 14 ქულა და 7 პასია. 

იუტადან საუკეთესო შედეგი რუდი გობერს ჰქონდა (22 ქულა, 12 მოხსნა). ზოგადად, ჯაზი დაცვაში ძლიერია, მაგრამ ჰიუსტონთან ეს არ გამოჩნდა. მატჩის საკმაოდ დიდ ნაწილს როკეტსი ორციფრიანი უპირატესობით იგებდა. იუტამ მხოლოდ მესამე პერიოდში შეძლო ჩამორჩენის 5 ქულამდე შემცირება, მაგრამ მერე ჰიუსტონმა 10:0 გაქცევა მოახერხა და კომფორტული უპირატესობა დაიბრუნა. 

საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე მწვრთნელებმა სუპერვარსკვლავები დაასვენეს, რადგან მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. სერიის მეორე მატჩი ოთხშაბათს გაიმართება.

📺 ვიდეო: ჰიუსტონი 122:90 იუტა (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები