Thumbnail

მეფე დაბრუნდა! ტაიგერ ვუდსმა მასტერსი 14 წლის შემდეგ მოიგო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტაიგერ ვუდსმა US Masters მოიგო
  • მე-5 მასტერსი ამერიკელის კარიერაში

ამერიკის ქალაქ ოგასტაში გოლფის მასტერსი 43 წლის ტაიგერ ვუდსმა მოიგო. ეს უდიდესი სენსაციაა, რადგან ამერიკელ სპორტსმენს მასტერსი 2005 წლის შემდეგ აღარ მოუგია. სულ ტაიგერმა კარიერაში მეხუთე მასტერსი მოიგო (1997, 2001, 2002, 2005 და 2019). 

ტაიგერი გოლფის სუპერვარსკვლავია, მაგრამ ის ბოლო დროს სკანდალებში უფრო ხშირად ეხვეოდა, ვიდრე თამაშობდა. 2017 წელს ტაიგერი პროფესიონალ მეგოლფეთა ასოციაციიის (PGA) რეიტინგში 1199-ე ადგილამდეც კი დაეშვა. ახლა იგი რეიტინგში მე-12 პოზიციას იკავებს. გამარჯვებულმა ტრადიციულად, მოირგო მწვანე პიჯაკი. 

US Masters - ოთხიდან ერთ-ერთი მეიჯორია გოლფის სეზონში. ტაიგერ ვუდსს 15 მეიჯორი აქვს მოგებული, 2011 წლამდე, 12 წლის განმავლობაში, ის რეიტინგში პირველი ნომერი იყო. 

ტაიგერის გადამწყვეტი დარტყმის შემდეგ

კომენტარები

ბოლო ამბები