Thumbnail

ერიქსენი მანჩესტერ იუნაიტედში? დანიელს 3-ჯერ მეტ ხელფასს სთავაზობენ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სულშერის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ზაფხულში კრისტიან ერიქსენი იქნება
  • 'წითელი ეშმაკები' დანიელ ფეხბურთელს ხელფასს 3-ჯერ გაუზრდიან

მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი, ოლე გუნარ სულშერი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კრისტიან ერიქსენის შეძენას ეცდება. დანიელ ფეხბურთელს მადრიდის რეალის სახით მეორე მსურველიც ჰყავს, თუმცა ამ ეტაპზე ზიდანისთვის პრიორიტეტული ფეხბურთელები ედენ აზარი და პოლ პოგბა არიან. შესაბამისად, იუნაიტედს მეტი შანსი აქვს დანიელის გადაბირების.

მანჩესტერელები ერიქსენს კარგ შეთავაზებას უმზადებენ. იმ შემთხვევაში თუ ერიქსენი იუნაიტედში გადავა, ისინი დანიელი ფეხბურთელის ხელფასს 3-ჯერ გაზრდიან. ერიქსენის ხელფასი ამჟამად 80 ათას სტერლინგს შეადგენს. იუნაიტედში კი - კვირაში 240 ათას ფუნტ სტერლინგს გადაუხდიან.

დანიელ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 8 გოლი აქვს გატანილი. ერიქსენის ტოტენჰემი მანჩესტერ იუნაიტედის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში. პრემიერლიგაში გატარებული 6 სეზონის განმავლობაში ერიქსენს მანჩესტერ იუნაიტედისთვის 2 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები