Thumbnail

ბითაძის გუნდმა 38 ქულით წააგო - ცრვენა ზვეზდა ტიტულთან ახლოსაა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ცრვენა ზვეზდა 107:69 ბუდუჩნოსტი
  • ბითაძის 9 ქულა და 5 მოხსნა

ადრიატიკის ლიგის ფინალური სერიის მეორე მატჩში ბითაძის ბუდუჩნოსტი ცრვენა ზვეზდას ესტუმრა და 38 ქულით, 107:69 დამარცხდა. გოგამ პარკეტზე 18 წუთი გაატარა, 9 ქულა ჩააგდო და ბურთი 5-ჯერ მოხსნა ფარიდან. ცრვენა ზვეზდა მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას. ბითაძის გუნდი ფინალურ სერიას უკვე 2:0-ს აგებს. გოგას გუნდის მომდევნო მატჩი 17 აპრილს გაიმართება.

იმ შემთხვევაში, თუ ბუდუჩნოსტი მე-3 მატჩსაც წააგებს, ისინი ფინალურ სერიაში დამარცხდებიან, ხოლო მოგების შემთხვევაში სერიის კიდევ ერთ მატჩს საკუთარ არენაზე გამართავენ. გათანაბრების შემთხვევაში გადამწყვეტი მატჩი 22 აპრილს ცრვენა ზვეზდას დარბაზში შედგება.

კომენტარები

ბოლო ამბები