Thumbnail
  • ბასკონიამ ანდორას დაძაბულ ბრძოლაში მოუგო
  • თორნიკე შენგელია - 11 ქულა, 9 მოხსნა
  • ბექა ბურჯანაძის გიპუსკოამ წააგო, ქართველი კალათბურთელის 9 ქულა

ესპანეთის საკალათბურთო ლიგის 27-ე ტურში ბასკონიამ ანდორას უმასპინძლა და მეტოქეს 2 ქულით, 84:82 სძლია. ბასკონიას ქართველმა კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 19 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულას, 9 მოხსნასა და 3 გადაცემას მოუყარა თავი. შენგელიამ 6-დან 5 ორქულიანი, 5-დან ერთი საჯარიმო ჩააგდო. თორნიკეს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა, თუმცა ქართველი კალათბურთელი მატჩის MVP გახდა.

ბასკონიას 40 ქულა აქვს და ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა. შენგელიას გუნდის მომდევნო მეტოქე ფუენლაბრადა იქნება.

ბექა ბურჯანაძის გიპუსკოამ მანრესასთან 10 ქულით წააგო - 74:84. ბურჯანაძემ 4-დან 2 ორქულიანი, 6-დან ერთი სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ქართველმა კალათბურთელმა 9 ქულა, 2 გადაცემა და ერთი პასი დააგროვა. ბექას გიპუსკოა ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა და მომდევნო ტურში ხუვენტუდ ბადალონას შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები