- საქართველო 46:0 გერმანია
- წარმატებული სტარტი ევროპის ჩემპიონატზე
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები კალინინგრადში ლოკომოტივის სტადიონზე პირველი გამარჯვება იზეიმა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში გერმანიის ნაკრებს სძლიეს. მათ მეტოქეს 7 ლელო დაუდეს და 46:0 გაანადგურეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველო შარშანდელი სეზონის გამარჯვებულია და რუსეთში ქართველი მორაგბეები ტიტულის დასაცავად ჩავიდნენ. მათი მეტოქე ნახევარფინალში სწორედ რუსეთის ნაკრების იქნება, რომელმაც თანატოლ რუმინელებს დაძაბულ ბრძოლაში 13:11 სძლია. საქართველო ფინალში პორტუგალიისა და ესპანეთის გამარჯვებულს შეხვდება.
კომენტარები