Thumbnail
  • საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა
  • ქართული გუნდის აქტივში ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღე. მედლებისთვის ორი ქართველი ფალავანი იბრძოდა და სამწუხაროდ, ორივე დამარცხდა. ჯერ საჩინო დავითაია ვერ შესწვდა ბრინჯაოს, შემდეგ კი ფინალური ორთაბრძოლა დათმო ლაშა გობაძემ.

82 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გობაძე ფინალში დანიის წარმომადგენლ ბისულტანოვს დაუპირისპირდა. დანიელი მალევე დაწინაურდა 4:1, შემდეგ კი ორთაბრძოლა ქართველის უპირატესობით წარიმართა. 4:3 გახდა ანგარიში და მსაჯს შეეძლო პასიური ჭიდაობისთვის ბისულტანოვი კიდევ ერთი ქულით დაეჯარიმებინა, მაგრამ ვერ გარისკა და საბოლოოდ, ლაშა ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ლაშა გობაძის ფინალური ორთაბრძოლა

ლაშა გობაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია!

ლაშა გობაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია!

Posted by Silk Sport on კვირა, 14 აპრილი, 2019

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 3 მედალი მოიპოვა: ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.

კომენტარები

ბოლო ამბები