Thumbnail

ლივერპული არ ნებდება! წითლების საჩემპიონო გზაზე ჩელსიც დამარცხდა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ლივერპული 2:0 ჩელსი
  • 1:0 - მანე (51), 2:0 - სალაჰი (53)

პრემიერლიგის ოცდამეთოთხმეტე ტურის მატჩში, ლივერპულმა ენფილდზე ჩელსის უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა.

2014 წელი და მაშინდელი საჩემპიონო რბოლის ტრაგიკული ვერსია წელს არ განმეორდა, ჯერარდის წაქცევა და წარსულის ტრავმა დავიწყებულია.

შეხვედრაში ანგარიში ჯორდან ჰენდერსონის ბრწყინვალე პასის შემდეგ სადიო მანემ გახსნა, ხოლო სხვაობა ორამდე მოჰამედ სალაჰმა გასაოცარი შორეული დარტყმით გაზარდა.

შემდეგ შეხვედრას მერსისაიდელები კარდიფში, ნილ უორნოკის გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებენ. ლივერპული 85 ქულით პირველ ადგილზეა, სიტის 2 ქულას უგებს, თუმცა მაკუნიანელებს 1 თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

საინტერესო ფაქტები

⚽ მოჰამედ სალაჰმა საჯარიმოს გარედან 2018 წლის იანვრის შემდეგ პირველად გაიტანა.

⚽ სადიო მანეს უკვე 21 გოლი აქვს გატანილი, ამდენი მას არცერთ წინა სეზონში არ გაუტანია.

⚽ ლივერპულს აქამდე ჩელსისთან ენფილდზე ბოლო 6 მატჩიდან, არცერთი ჰქონდა მოგებული - 4 ფრე, 2 მარცხი.

კომენტარები

ბოლო ამბები