Thumbnail
  • კრისტალ პალასი 1:3 მანჩესტერ სიტი
  • 0:1 - სტერლინგი (15), 0:2 - სტერლინგი (63), 1:2 - მილიოევიჩი (81), 1:3 - ჟეზუში (90)

მანჩესტერ სიტიმ პრემიერლიგის ოცდამეთოთხმეტე ტურში გასვლაზე კრისტალ პალასი დაამარცხა და საჩემპიონო რბოლაში პოზიციები გაიმყარა.

შეხვედრაში დუბლი სიტის ლიდერმა - რაჰიმ სტერლინგმა გაიტანა. თუმცა მატჩის მიწურულს მასპინძლები გააქტიურდნენ, რასაც მილიოევიჩის ჯარიმა და გოლი მოჰყვა.

ბოლო წუთები სიტისთვის დაძაბული გამოდგა, პალასმა თამაში წაიყვანა და მასპინძლებს ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლოთ, თუმცა ჟეზუშიმა მატჩის მიწურულს წერილი დასვა - 1:3.

შემდეგ შეხვედრას, სიტი ეტიჰადზე ტოტენჰემის წინააღმდეგ ჩაატარებს, ხოლო მანამდე კი იგივე ტოტენჰემს სახლში ჩემპიონთა ლიგის ფორმატში ეთამაშება.

საინტერესო ფაქტები

⚽ კრისტალ პალასს წელს სახლში 39 შესაძლებლიდან, მხოლოდ 16 ქულა აქვს აღებული - 41%

⚽ სიტიმ ის ოცდაექვსივე მატჩი მოიგო, სადაც სტერლინგმა გოლი პირველმა გაიტანა.

⚽ კევინ დე ბრუინემ პრემიერლიგაში საგოლე პასი 336 დღის შემდეგ პირველად გააკეთა - 2018 წლის მაისის შემდეგ.

⚽ ლეროი სანემ წელს მეჩვიდმეტე საგოლე პასი მიითვალა - ლიგაში ყველაზე მეტი.

⚽ სიტიმ წელს ლონდონში 5 გასვლითი მატჩი მოიგო - უმაღლეს დივიზიონში მანჩესტერლებს დედაქალაქში ამდენი არასდროს მოუგიათ.

კომენტარები

ბოლო ამბები