Thumbnail

სისხლიანი ორთაბრძოლა - საჩინო დავითაიას დასანანი მარცხი რუს მეტოქესთან

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ბუქარესტში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღე ჭიდაობაში
  • საქართველოს ბერძნულ-რომაულმა ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა: 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღე ჭიდაობაში. 67 კილოგრამ წონაში მოასპარეზე საჩინო დავითაია სამწუხაროდ, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა. 

დავითაია ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონს, რუს არტიომ სურკოვს დაუპირისპირდა. ქართველმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია ტიტულოვან მეტოქეს და ღირსეულ ბრძოლაში, 1:2 დამარცხდა. სურკოვი თავიდანვე ხისტად მოქმედებდა და შედეგად, საჩინო დავითაიას წარბი გაუხეთქა. ქართველმა მთელი ორთაბრძოლა ტრავმით წარმართა.

📺 საჩინო დავითაიას ორთაბრძოლა არტიომ სურკოვთან

საჩინო დავითაიას მარცხი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში

საჩინო დავითაიას მარცხი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში

Posted by Silk Sport on კვირა, 14 აპრილი, 2019

დღეს, კიდევ ერთი ქართველი გავიდა ხალიჩაზე. ოქროს მედლისთვის ლაშა გობაძე (82 კგ) დანიის წარმომადგენელ ბისულტანოვს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, 3:4 დამარცხდა. გობაძე ვერცხლის მედალს დასჯერდა.

კომენტარები

ბოლო ამბები