Thumbnail

‘გადავწყვიტე, წავიდე!’ - მსოფლიოს ჩემპიონი კარიერას ამთავრებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • იუვენტუსის ვეტერანი მცველისთვის ეს ბოლო სეზონია
  • ანდრეა ბარძალიმ კარიერის დასრულება გადაწყვიტა

ტურინის იუვენტუსის ვეტერანი ფეხბურთელი ანდრეა ბარძალი კარიერას ამთავრებს - ეს მისთვის უკანასკნელი სეზონია! 37 წლის ცენტრალურმა მცველმა გადაწყვეტილების შესახებ განცხადება სპალ-თან მატჩის შემდეგ გააკეთა, რომელიც ტურინულმა კლუბმა გადახალისებული შემადგენლობით, 1:2 წააგო.

“ეს სეზონი ჩემთვის რთული გამოდგა. ტრავმებმა ხელი შემიშალა. როგორც ჩანს, დროა, რომ კარიერა დავასრულო. გადავწყვიტე, ივნისში ფეხბურთიდან წავიდე,” - განაცხადა ბარძალიმ.

მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა ჯერ არ იცის, რას გააკეთებს კარიერის დასრულების შემდეგ: “კონკრეტული გეგმა ჯერ არ მაქვს. სწორედ ახლა ვიწყებ იმაზე ფიქრს, თუ რა უნდა გავაკეთო ზაფხულის შემდეგ,” - დასძინა ანდრეამ.

იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონობის გარდა, ანდრეა ბარძალიმ 2012 წლის შემდეგ ზედიზედ 7-ჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი. შეგახსენებთ, რომ 2009 წელს ის ვოლფსბურგში თამაშობდა, სადაც გერმანიის ჩემპიონობა იზეიმა.

კომენტარები

ბოლო ამბები