Thumbnail

‘ალიოშა’ კვლავ გამოჩნდა და რუსები ისევ რობოტად მოიხსენიებენ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ცსკა-სა და ორენბურგის მატჩი ფეიკ-რობოტმა გახსნა
  • ‘ალიოშა’ სინამდვილეში ადამიანია, რომელსაც რობოტის კოსტიუმი აცვია

რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩი, რომელშიც მოსკოვის ცსკა ორენბურგს მასპინძლობდა და 2:3 დამარცხდა, ფეიკ-რობოტმა ‘ალიოშამ’ გახსნა. ის მოედანზე გავიდა, ბურთს სიმბოლურად დაარტყა და უკან დაბრუნდა.

მატჩის კომენტატორები რომან გუტცაიტი და რომან ნაგუჩევი ‘ალიოშაზე’ ისე ლაპარაკობდნენ, თითქოს ნამდვილი რობოტი იყოს და ერთხელაც არ უთქვამთ, რომ სინამდვილეში, ალიოშა არა ხელოვნური ინტელექტის ნიმუში, არამედ, სინამდვილეში ადამიანია, რომელიც უბრალოდ რობოტის კოსტიუმშია გამოწყობილი.

აღსანიშნავია, რომ ფეიკ-რობოტი ‘ალიოშა’ ტელეარხ “რასია 24-ზე” გასული წლის ბოლოს გამოჩნდა. მაშინ მას “უნიკალური ქმნილება” უწოდეს და ნამდვილ რობოტად მოიხსენიებდნენ. როცა გაირკვა, რომ სინამდვილეში რობოტი არ არის, რუსულმა ტელეკომპანიამ ეს სიუჟეტი წაშალა.

ცსკა-სა და ორენბურგის მატჩის შემდეგ, კომენტატორმა რომან ნაგუჩევმა განაცხადა, რომ მან იცოდა სიმართლე და ‘ალიოშაზე’, როგორც ნაღდ რობოტზე, უბრალოდ ირონიულად ლაპარაკობდა. “რა თქმა უნდა, ყველაფერი ვიცოდი. უბრალოდ, ეს ძალიან კარგი გასართობია და მეტი არაფერი. ნამდვილ რობოტს ჰგავს,” - თქვა მან.

 

კომენტარები

ბოლო ამბები