Thumbnail

იმედის ფსონი | ლივერპული ჩელსის მოუგებს, ვალენსია - ლევანტეს ჰანდიკაპით

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ლევან სალუქვაძის საავტორო, ინტერაქტიულ-საქველმოქმედო გადაცემა "იმედის ფსონის" 14 აპრილის გამოშვებაში, ტრადიციულად, 3 ბილეთი შეიქმნა.

შაბათს შედგენილი ბილეთებიდან, გადაცემის ავტორი ახლოს იყო გამარჯვებასთან - 4-მატჩიან ბილეთში მან 3 შედეგი გამოიცნო და მხოლოდ იმიტომ ვერ მოიგო, რომ ბრაიტონისა და ბორნმუთის მატჩში ორივე გუნდის გატანა ჰქონდა აღებული, თამაში კი 0:5 დამთავრდა.

ლევან სალუქვაძემ დღესაც 4-მატჩიანი ბილეთი შეადგინა, რომლის კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 11,4 გახლავთ. ლევანის ბილეთში ყველაზე მაღალი კოეფიციენტი კრასნოდარის მოგებას აქვს - სტუმრად, მოსკოვის დინამოსთან (2,46).

ლევან სალუქვაძე (გადაცემის ავტორი და წამყვანი)

“სენტ ეტიენის მოგებას ვფიქრობ ბორდოსთან, რადგან უკეთესი გუნდია და, თანაც, ბორდოს ამ თამაშში სამი წამყვანი მოთამაშე არ ეყოლება. ესეც რომ არ იყოს, სენტ ეტიენს მაღალი მიზნები აქვს, ბორდო კი ფაქტობრივად უკვე უმოტივაციოა.

სარაგოსა ბოლო დროს კარგად ათამაშდა, ალკორკონი კი პირიქით - საშინლად გამოიყურება. სარაგოსა ახლოსაა გასავარდნ ზონასთან და თავი უნდა დააღწიოს ამ საფრთხეს. ვფიქრობ, სარაგოსა ამ თამაშს მოიგებს.

რაც შეეხება დინამო მოსკოვისა და კრასნოდარის ორიანს - კრასნოდარელები არა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან, არამედ ჩემპიონობის შანსიც ჯერ კიდევ აქვთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ მოსკოვში დინამოს მოუგებენ - მით უმეტეს, რომ სხვა საფიქრალი აღარ აქვთ, ევროპალიგიდან უკვე გავარდნენ.

დაბოლოს: სპარტაკის X2 სტუმრად როსტოვთან - სპარტაკი გასვლაზე იშვიათად აგებს. თანაც, ბოლო თამაშში ეს გუნდი ძალიან მომეწონა.”

გადაცემის სტუმარი დღეს ‘იმედის ფსონის’ მაგისტრი, პროგნოზისტი გიორგი ხუტიაშვილი იყო, რომელმაც 10,3 კოეფიციენტის მქონე ბილეთი შეადგინა, სადაც სულ 4 თამაშია, ყველაზე მაღალი კოეფიციენტი კი ვალენსიას ჰანდიკაპით მოგებას მოგებას აქვს ლევანტესთან (2,15).

რაც შეეხება მაყურებლის ბილეთს: აქ 6 მატჩია და ბილეთის ჯამური კოეიფიციენტი ევროპაბეთის მიხედვით 14,6 გახლავთ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები