Thumbnail

PREVIEW | ბოლო დიდი ტესტი და წარსული ტრავმის გახსენება ენფილდზე

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 📅 14 აპრილი | ⌚ 19:30 | ⚽ ლივერპული V ჩელსი
  • საჩემპიონო რბოლის გადამწყვეტი მატჩი კლოპისთვის...

პრემიერლიგის ოცდამეთოთხმეტე ტურის მატჩში, ლივერპული ენფილდზე ჩელსის უმასპინძლებს და სეზონის მიწურულს უმნიშვნელოვანეს მატჩში, ლივერპულელები ჩელსისთან 'ჯერარდის მოსრიალების' დავიწყებას შეეცდებიან.

დღეს, იურგენ კლოპის გუნდისთვის ყველა მატჩი ფინალის ტოლფასია, როგორც პრემიერლიგაში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე. გუნდში, ბოლო მატჩი კარგად ჩაატარეს გუნდის კაპიტანმა - ჯორდან ჰენდერსონმა და ნაბი კეიტამ.

ამბობენ, რომ გერმანელი ედენ აზარის განეიტრალებას და მცველების დაზღვევას, სწორედ ჰენდერსონს დაავალებს. დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც შერდან შაჩირი წითელი ფორმით ვნახეთ, შვეიცარიელი 8 მატჩია მოედანზე არ გამოჩენილა.

ბევრი ამას საწვრთნელ პროცესს უკავშირებს, რითიც კლოპი როგორც ჩანს უკმაყოფილოა. თუმცა თუ წითლებს მატჩის მიწურულს გოლი დასჭირდათ, დასვენებულ შაჩირის ალბათ მოედანზე ვნახავთ.

საინტერესო ფაქტები

⚽ ბოლო 6 მოგებული მატჩიდან, ლივერპულმა ყველა 2 ან მეტი ბურთით მოიგო.

 ენფილდზე მოგებული ბოლო 3 შეხვედრაში, წითლებმა ბოლო გოლი გაიტანეს და სამივე შემთხვევაში 75-90 წუთების ინტერვალში.

 გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდებთან თამაშების გარდა, ჩელსის გასვლით მატჩების გრაფაში წელს - 0 ქულა და 0 გოლი აქვს...

⚽ ჩელსის ენფილდზე ბოლო 6 მატჩია არ წაუგია - 2 მოგება და 4 ფრე, ბოლო 3 ვიზიტი ფრედ  - 1:1 დასრულდა.

კომენტარები

ბოლო ამბები