Thumbnail
  • 📅 14 აპრილი | ⌚ 17:30 | ⚽ ფორტუნა V ბაიერნი
  • ბაიერნს ლიდერობის დასაბრუნებლად დიუსელდორფში გამარჯვება სჭირდება
  • ფორტუნამ პირველ წრეში, მიუნხენში სენსაციურ ფრეს (3:3) მიაღწია

გერმანიის ჩემპიონატის წინა, 28-ე ტურში მიუნხენის ბაიერნმა დორტმუნდის ბორუსია 5:0 გაანადგურა და ცხრილში ლიდერობა დაიბრუნა, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ბავარიული გრანდი აუცილებლად ჩემპიონი გახდება. შაბათს, დორტმუნდმა მაინცის დამარცხება შეძლო (2:1) და ისევ პირველ ადგილზე გადავიდა. ბაიერნი დღეს თამაშობს: რეკორდმაისტერი დიუსელდორფის ფორტუნას სტუმრობს და წნეხის ქვეშაა - თუკი შეიძლება, რომ ბაიერნის მდგომარეობა ასე შეფასდეს, რადგან მიუნხენელები, თუ ფრაიბურგთან 1:1-ს არ ჩავთვლით, ბოლო დროს ყველას და ყველაფერს ანადგურებენ (5:1 მიონხენგლადბახში, 6:0 ვოლფსბურგთან, 6:0 მაინცთან და 5:0 დორტმუნდთან).

ელიტაში ამ სეზონის წინ გადმოსული ფორტუნა არცისე სუსტი გუნდია - ფრიდჰელმ ფუნკელის შეგირდები მე-10 ადგილზე არიან და მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე აღარ ემუქრებათ. წინა ტურში ფორტუნამ ჰერტა, ბერლინში 2:1 დაამარცხა.

ბავარიელთა მთავარი იმედი კვლავ რობერტ ლევანდოვსკია, რომელმაც დორტმუნდთან ბუნდესლიგაში თავისი მე-200 და 201-ე გოლები გაიტანა და ამით ელიტაში შევიდა. მასზე მეტი გოლი ბუნდესლიგის ისტორიაში მხოლოდ გერდ მიულერს (365), კლაუს ფიშერს (268), იუპ ჰაინკესს (220) და მანფრედ ბურგსმიულერს (213) აქვთ.

საინტერესო ფაქტები

⚽ დიუსელდორფის ფორტუნას ბუნდესლიგის ბოლო 6 მატჩიდან 4 მოგებული აქვს (4 მოგება, 0 ფრე, 2 წაგება).

⚽ ბაიერნმა დიუსელდორფში ბოლო ორის სტუმრობისას ორივე ტაიმის მოგება შეძლო.

⚽ 29-ე ტურის წინ ბაიერნი ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის ლიდერი იყო, თუმცა შაბათს დორტმუნდის ბორუსიამ მაინცი 2:1 დაამარცხა და პირველ ადგილზე გადავიდა.

⚽ ბაიერნს ბუნდესლიგაში 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (7 მოგება, 1 ფრე).

⚽ ბაიერნმა ბოლო სამი თამაში 4,5-ზე მეტბურთიანი უპირატესობით მოიგო (6:0 ვოლფსბურგთან, 6:0 მაინცთან და 5:0 დორტმუნდთან). მანამდე კი, მიონხენგლადბახის ბორუსია 5:1 გაანადგურა.

⚽ ასევე აღსანიშნავია, რომ ბაიერნმა ცხრილის ქვედა ნახევარში მყოფ გუნდთან სტუმრად ბოლოს 2018 წლის სექტემბერში წააგო და მას მერე გასვლით მატჩებში ასეთი ბალანსი აქვს: 8 მოგება, 1 ფრე, 2 მარცხი.

⚽ ბოლო ხუთ გასვლით მატჩში ბაიერნმა 3-ზე მეტი გოლის გატანა შეძლო და აქედან 4 შეხვედრაში პირველივე ტაიმში 2 ბურთი გაიტანა.

⚽ ფორტუნას ფეხბურთელმა დოდი ლუკებაკიომ პირველი წრის მატჩში ბაიერნს ჰეთ თრიკი შეუსრულა! ბაიერნი იმ შეხვედრას 3:1-ს იგებდა! ფორტუნამ ანგარიშის გათანაბრება შეძლო და მიუნხენში ძალიან საამაყო 3:3 იზეიმა.

⚽ ბაიერნის ბოლო გასვლით მატჩში (5:1 გლადბახთან) რობერტ ლევანდოვსკიმ მეორე ტაიმში დუბლი შეასრულა.

⚽ ბუნდესლიგის ბოლო 7 მატჩიდან 5-ში ბაიერნმა ორივე ტაიმის მოგება შეძლო.

⚽ ფორტუნასა და ბაიერნის ბოლო 4 ბუნდესლიგურ დაპირისპირებაში 4,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

სავარაუდო შემადგენლობები

ფორტუნა (4-2-3-1): რენზინგი - მ. ციმერმანი, აიჰანი, მ. კამინსკი, ზუტნერი - ბოძეკი, შტიოგერი - ლუკებაკიო, სობოტკა, რამანი - კოვნაკი.

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - კიმიხი, ზიულე, ჰუმელსი, ალაბა - ხავი მარტინესი, ტიაგო ალკანტარა - გნაბრი, თ. მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.

კომენტარები

ბოლო ამბები