Thumbnail
  • სევილია 3:2 ბეტისი
  • ხუთიდან ოთხი გოლი მეორე ტაიმში გავიდა

ესპანეთის ლა ლიგის 32-ე ტურში ანდალუსიის დედაქალაქის დერბი გაიმართა, რომელშიც სევილიამ ბეტისს "სანჩეს პისხუანზე" 3:2 მოუგო. 

პირველ ტაიმში დაბალი ტემპი და მოსაწყენი თამაში იყო, რომელიც მხოლოდ ერთხელ გამოცოცხლდა, როცა მუნირ ელ ჰადადიმ ანგარიში გახსნა. 

მეორე ტაიმის დასაწყისში ჯოვანი ლო სელსომ წონასწორობა აღადგინა. არგენტინელის საპასუხო გოლის შემდეგ კი საოცარი თამაში წავიდა - კიდევ სამი გოლი გავიდა, ჯერ პაბლო სარაბიამ ახლო მანძილიდან გაიტანა, შემდეგ კი ფრანკო ვასკესმა შესანიშნავი გოლით გამოიჩინა თავი, თუმცა სიტუაცია კრისტიან ტელიოს ბრწყინვალედ შესრულებულმა საჯარიმომ დაძაბა. ხოაკინ კაპაროსის გუნდმა უპირატესობის შენარჩუნება მაინც შეძლო.

ამ გამარჯვების შემდეგ სევილია 52 ქულით მე-4 ადგილზე გადავიდა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში შევიდა. ბეტისი კი ალბათ, დაემშვიდობა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას - 43 ქულით მე-9 ადგილზეა. 

სევილია 3:2 ბეტისი

გოლები: 1:0 ელ ჰადადი (26), 1:1 ლო სელსო (55), 2:1 სარაბია (59), 3:1 ფ. ვასკესი (63), 3:2 ტელიო (82) 

კომენტარები

ბოლო ამბები