Thumbnail
  • გენტი 1:2 ანტვერპენი
  • გიორგი ჩაკვეტაძის მე-5 გოლი ჩემპიონატში

ბელგიის ჟუპილერლიგის საჩემპიონო ჯგუფის მე-4 ტურში ქართველთა გენტმა ანტვერპენს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. 

გენტის ორივე ქართველი სათადარიგო იყო, გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა, ხოლო გიორგი ქვილითაია თამაშში 76-ე წუთზე ჩაერთო.

ამ მომენტიდან ერთ წუთში ჩაკვეტაძემ ბურთი საჯარიმოს მისადგომემთან მიიღო, ცოტა წინ წაიწია და ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. 

გენტს გოლით 5 წუთში უპასუხეს. ასე რომ, გუნდმა ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო საჩემპიონო ჯგუფში, სადაც ბოლო მე-6 ადგილზეა 25 ქულით.

ჩაკვეტაძის გოლი. საინტერესო ფაქტები

გიორგი ჩაკვეტაძემ ჩემპიონატში 165-დღიანი პაუზის შემდეგ გაიტანა

⚽ გიორგი ჩაკვეტაძემ 2019 წელს პირველი გოლი გაიტანა

⚽ ეს ჩაკვეტაძის მე-5 გოლია ჩემპიონატში და პირველი ჟუპილერლიგაში 30 ოქტომბრის შემდეგ. 

⚽ მას მერე 5 თვე და 14 დღე გავიდა (165 დღე).

⚽ გიორგიმ ბოლოს 4 დეკემბერს ბელგიის თასზე გაიტანა

⚽ ჩაკვეტაძის ანგარიშზე ჟუპილერლიგის ამ სეზონში 22 მატჩში 5 გოლი და 4 საგოლე პასია.  

კომენტარები

ბოლო ამბები