Thumbnail

95-მეტრიანი რეიდი და ლელო - ლოკომოტივმა ლელო დაამარცხა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლოკომოტივი 21:17 ლელო სარასენსი
  • რკინიგზელებმა ბოლო წუთზე დადებული ლელოთი მოიგეს

დიდ 10-ში პლეი ოფები დაიწყო. თბილისის ლოკომოტივი ლელო სარასენსს დაუპირისპირდა და მეტოქეს გაწითლებულ დროში გამარჯვების ლელო გაუტანა, რითიც მომდევნო ეტაპზე გავიდა.

ლელოსთვის მატჩი კარგად დაიწყო, აკაკი ტაბუცაძემ 95-მეტრიანი ირბინა და მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ლელო დადო.

მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე, ლელო მეტოქეს ერთ ქულას უგებდა, როდესაც სტუმრებმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვეს, რითიც ბექა წიკლაურმა ისარგებლა, ბურთი ფეხით წინ გაიგდო და იოანე ხელაიამ მატჩი ლოკომოტივს მოაგებინა - 21:17. 

გასავარდნი ფლეი ოფის მეორე მატჩი ქუთაისში გაიმართება.  აია მარნეულის არმაზს დაუხვდება, ამ წყვილის გამარჯვებული კი თბილისში ლოკომოტივს 21 აპრილს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები