Thumbnail

მემორიალური ტურნირი და ქართული ოლ სტარი ქუთაისში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 1-4 თებერვალს ქუთაისი ქართული კალათბურთის ეპიცენტრად იქცევა.
  • ქუთაისის სპორტის სასახლეში ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირი გაიმართება.
  • იმერეთის მთავარი ქალაქი ქართულ ოლ სტარს უმასპინძლებს. 

1-4 თებერვალს ქუთაისი ქართული კალათბურთის ეპიცენტრად იქცევა. იმერეთის მთავარი ქალაქი არაერთ საინტერესო ღონისძიებას უმასპინძლებს.

ქუთაისში გაიმართება ოლიმპიური ჩემპიონების: ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირი და სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩი.

ლეგენდარული ქართველი კალათბურთელების მემორიალური ტურნირი 1-2 თებერვალს პლეი ოფის სისტემით წარიმართება, 4 თებერვალს კი ფინალური შეხვედრით დასრულდება. ტურნირში სუპერლიგის 7 და ა ლიგის 1 გუნდი მიიღებენ მონაწილეობას: ქუთაისი, სოხუმი, ოლიმპი, რუსთავი, კაკტუსი, მგზავრები, მარნეული და წყალტუბო.

ფინალური მატჩის დღეს, ქუთაისის სპორტის სასახლეში დაგეგმილია ოთარ ქორქიას მონუმენტური სურათის საზეიმო გახსნა

3 თებერვალს ქუთაისში ყველა ვარსკვლავის მატჩი შედგება, რომელშიც ერთმანეთს რეგიონების და თბილისის გუნდები დაუპირისპირდებიან.

ყველა ვარსკვლავის მატჩის ძირითად ხუთეულებს გულშემატკივრები გამოავლენენ. კალათბურთის ფედერაციის ვებგვერდზე ხმის მიცემის პროცედურა უკვე დაწყებულია და 2 თებერვლამდე გაგრძელდება, ოლ სტარის სათადარიგო მოთამაშეებს კი მწვრთნელები დაასახელებენ. ტრადიციულად, შეჯიბრი 3-ქულიან სროლებსა და ჩატენვებშიც გაიმართება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები