Thumbnail

'ღმერთის ხელი' ეროვნულ ლიგაში - დიასამიძემ ჩიხურას ხელით გაუტანა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საბურთალო 2:3 ჩიხურა
  • ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს ხელით გატანილი გოლი ჩაუთვალეს

ეროვნული ლიგის მე-8 ტურში ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი საბურთალო საჩხერის ჩიხურასთან 2:3 დამარცხდა. საბურთალომ მიმდინარე სეზონში მეორე მატჩი წააგო, თუმცა 18 ქულით ეროვნულ ლიგას ერთპიროვნულად ლიდერობს.

მასპინძლების მეორე გოლი სკანდალური გამოდგა. საბურთალოს შემტევმა გეგა დიასამიძემ გოლი ხელით გაიტანა, ხოლო მატჩის მთავარმა არბიტრმა ეს გოლი ჩათვალა, რამაც სტუმრები გააღიზიანა და მატჩში სიტუაცია დაძაბა. დიასამიძე იმ იღბლიან მოთამაშეთა შორისაა, რომლებმაც გოლი ხელით გაიტანეს, მაგრამ მაინც ჩაუთვალეს. ეროვნული ლიგის ახალ სეზონში 'ღმერთის ხელიც' ვიხილეთ.

ჩიხურას ამ მოგებით 13 ქულა დაუგროვდა და ეროვნულ ლიგაში მე-5 ადგილზე გადავიდა.

დიასამიძემ გოლი ხელით გაიტანა და ჩაუთვალეს 'ქართველი მარადონა' 🤷‍♂️

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on შაბათი, 13 აპრილი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები