Thumbnail

4 ლელო არგენტინელებთან - ბორჯღალოსნების კარგი მატჩი პუმებთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • არგენტინა (U20) 32:26 საქართველო (U20)
  • უმცროსმა ბორჯღალოსნებმა პუმებს 4 ლელო დაუდეს

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა არგენტინელ თანატოლებთან სამხრეთაფრიკული ტურნეს, საერთაშორისო მოსამზადებელი სერიის მეორე მატჩი დრამატულ ბრძოლაში, 6 ქულით, 32:26 დათმო.

ილია მაისურაძის გუნდმა მეტოქეს პირველ ტაიმში 3 ლელო დაუდო. თავი ნაკრების კაპიტანმა თედო აბჟანდაძემ, მიშიკო ალანიამ, ოთო ძაგნიძემ და იოსებ გუშარაშვილმა დადეს. უმცროსმა 'ბორჯღალოსნებმა' ტაიმი 19:15 მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევარში უპირატესობა ვეღარ შეინარჩუნეს და შეხვედრა ბოლო 5 წუთში გაშვებული ლელოთი დათმეს. სამხრეთაფრიკულ ტურნეში საქართველოს ნაკრების ბოლო მეტოქე ნამიბიის ნაკრების იქნება.

თედო აბჟანდაძის ლელო 🏉

მიშიკო ალანიას ლელო 🏉

ოთო ძაგნიძის ლელო 🏉

იოსებ გუშარაშვილის ლელო 🏉

კომენტარები

ბოლო ამბები