Thumbnail

ბარსელონამ უესკას ვერ მოუგო - ვალვერდეს შანსი ახალგაზრდებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • უესკა 0:0 ბარსელონა
  • ბარსელონას რიგებში ლა ლიგაში დებიუტი 4 ფეხბურთელს ჰქონდა

ლა ლიგის 32-ე ტურში უესკამ ბარსელონას უმასპინძლა და მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. რეალური საგოლე მომენტები უსმან დემბელეს ჰქონდა, თუმცა მან გატანა ვერცერთ ეპიზოდში ვერ შეძლო. უესკამ კი ქულა მოიპოვა, თუმცა ამ გუნდის ლა ლიგაში დარჩენის შანსები მინიმალურია. ერნესტო ვალვერდემ ბარსელონას რიგებში თავის გამოჩენის საშუალება 4 ფეხბურთელს მისცა, ძირითად გუნდში სადებიუტო მატჩი მურილიომ, ვაგუემ, პუჩიმ და ტოდიბომ ითამაშეს. ესპანელმა მწვრთნელმა გუნდის ლიდერები მანჩესტერ იუნაიტედთან მატჩისთვის დაასვენა.

მეორე ტაიმში მალკომმა ბურთი ძელს მოარტყა და უესკა წაგებას გადაურჩა. ბარსელონას 74 ქულა აქვს და ატლეტიკოს 9 ქულით უსწრებს. უესკა 25 ქულით ბოლო ადგილზეა და მომდევნო ტურში უშუალო კონკურენტს, რაიო ვალეკანოს ეთამაშება. ბარსელონა კი საკუთარ მოედანზე სოსიედადს უმასპინძლებს.

უესკა 0:0 ბარსელონა - უგოლო ფრე ალკორასზე

უესკა 0:0 ბარსელონა - უგოლო ფრე ალკორასზე

Posted by Silk Sport on შაბათი, 13 აპრილი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები