Thumbnail

მსოფლიოს სამი რეკორდი! ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონია 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონია
  • ქართველმა ძალოსანმა მსოფლიოს სამი რეკორდი დაამყარა
  • საქართველომ ჯამში 4 ოქრო, 6 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვა

ბათუმში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ძალოსანთა შორის. 109+ კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ტალახაძემ ტრიუმფით იმარჯვა, მან აკვრაში მეორე ცდაზე 260 კილოგრამი აწია, რაც 3 კილოგრამით მეტია წინა რეკორდზე. ორჭიდის ჯამში მან 478 კილორგამი აწია და ამით თავისივე მსოფლიოს რეკორდი 4 კილოგრამით გააუმჯობესა.

დაჯილდოვების ცერემონიალი

ლაშა ტალახაძე. პირველი ცდა ატაცში 

ლაშა ტალახაძე. მსოფლიოს რეკორდი ატაცში 

ლაშა ტალახაძე. პირველი ცდა აკვრაში 

ლაშა ტალახაძე. მსოფლიოს რეკორდი აკვრაში 

შეგახსენებთ, რომ ლაშამ ატაცშიც მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. პირველ ცდაზე ლაშამ 245 კილო დაძლია, მესამე ცდა კი აღარ გამოუყენებია. აკვრაში ვერცხლის მედალი სომეხმა რუბენ ალექსანიანმა მოიგო 245 კილოთი, ხოლო ბრინჯაოს მედალი ირაკლი თურმანიძეს ხვდა წილად - 241.

მანამდე თურმანიძემ წარმატებით გამოიყენა წინა ორი ცდაც აკვრაში - 227, 234. ორჭიდის ჯამში ტალახაძე ევროპის ჩემპიონია 478 კილოგრამით. ვერცხლი 447 კილოთი თურმანიძემ მოიპოვა, ალექსანიანი მესამეა 440-ით. 

მედალოსნები თავად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დააჯილდოვა: “ძალოსნობის ფედერაცია მართლაც გამორჩეული და ყველაზე წარმატებულია. საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი ტურნირის ძალიან მაღალ დონეზე მასპინძლობა და ეს მხოლოდ დასაწყისია. ყველა ქართველს, სპორტის ყველა გულშემატკივარს ვულოცავ დღევანდელ დღეს. ყველაზე ძლიერი ადამიანი ქართველია და ის არის ლაშა ტალახაძე. ყველას გილოცავთ” – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი თურმანიძე. მესამე ცდა ატაცში

ირაკლი თურმანიძე. მესამე ცდა აკვრაში

ატაცი

🏋‍♂ ირაკლი თურმანიძე
195 კილოგრამი ✅
201 კილოგრამი ✅
206 კილოგრამი ✅

🏋‍♂ ლაშა ტალახაძე
208 კილოგრამი ✅
218 კილოგრამი ✅

აკვრა

🏋‍♂ ირაკლი თურმანიძე
227 კილოგრამი ✅
234 კილოგრამი ✅
241 კილოგრამი ✅

🏋‍♂ ლაშა ტალახაძე
245 კილოგრამი ✅
260 კილოგრამი ✅

კომენტარები

ბოლო ამბები