Thumbnail

ტალახაძე - ევროპის ჩემპიონი მსოფლიოს რეკორდით! ქართული ტრიუმფი ბათუმში

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ბათუმში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 109+ კგ წონით კატეგორიაში ატაცში ქართული ტრიუმფი ვიხილეთ - საქართველოს საუკეთესო სპორტსმენმა ლაშა ტალახაძემ ეს დისციპლინა მსოფლიოს ახალი რეკორდით მოიგო - მან მეორე ცდაზე 218-კილოიანი შტანგა აწია. პირველ ცდაზე ლაშამ 208 კილოგრამი აწია და ამით ატაცში ევროპის ჩემპიონობა გაინაღდა. ქართველმა ძალოსანმა მესამე ცდაზე უარი განაცხადა. 

მსოფლიოს რეკორდი

ბათუმში ქართული ტრიუმფი ტრიუმფი შედგა, რადგან ვერცხლის მედალიც ქართველმა ძალოსანმა მოიპოვა, ნაკრების კაპიტანმა ირაკლი თურმანიძემ. მან ეს 206 კილოგრამის აწევით შეძლო. მისი წინა ორი ცდაც წარმატებული იყო - 195 და 201. მესამე ადგილზე სომეხი გორ მინასიანი გავიდა. 
 

კომენტარები

ბოლო ამბები