Thumbnail
  • უესკა-ბარსელონას შეხვედრაში სტუმრებს კაპიტანი ლიონელ მესი ვერ დაეხმარება
  • ამ ფაქტს არაგონული კლუბის ტვიტერზე სახალისო განცხადებით გამოეხმაურნენ 

ესპანეთის ჩემპიონატის 32-ე ტურის მატჩის წინა დღეს, რომელშიც უესკა ბარსელონას მასპინძლობს, ცნობილი გახდა, რომ შეხვედრას კატალონიური კლუბის რამდენიმე ფეხბურთელი, მათ შორის კაპიტანი ლიონელ მესი გამოტოვებდა. 

მესის მანჩესტერ იუნაიტედთან მატჩში ცხვირში მწარედ მოხვდა

ბუნებრივია, ეს მოვლენა შეუმჩნეველი არ დარჩათ 13 აპრილს გასამართი შეხვედრის მასპინძლებს. ამის პასუხად არაგონულმა კლუბმა თავის ტვიტერზე ასეთი შინაარსის პოსტი გაავრცელა: 

"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ შაბათს "ელ ალკორასზე" არ იქნება არგენტინელი ფორვარდი, რომელიც გამოირჩევა სისწრაფით, დრიბლინგითა და საგოლე მომენტების რეალიზაციით. მაგრამ ესეკიელ ავილა სათამაშოდ სრულ მზადყოფნაშია. ჩვენ ვერაფერს ვხვდებით".

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ ჩემპოიონთა ლიგის ¼-ფინალის პირველ მატჩში, სტუმრად მანჩესტერ იუნაიტედთან, ტრავმა მიიღო. ლეოს ერთ ეპიზოდში კრის სმოლინგის მძლავრად მოქნეული ხელი ცხვირში მოხვდა და სისხლი წასკდა. არგენტინელმა ექიმების დახმარების შემდეგ თამაში გააგრძელა, თუმცა მაშინვე გამოითქვა ვარაუდი, რომ ბარსას ლიდერს დასვენება მოუწევდა.

მიმდინარე სეზონში 25 წლის ნახევარმცველმა ესეკიელ ავილამ უესკას მაისურით ყველა ტურნირის 30 მატჩში ითამაშა და 8 გოლი გაიტანა.

ლიონელ მესიმ ამ სეზონში ბარსელონას ღირსება 40 შეხვედრაში დაიცვა და 43 გოლის გატანა შეძლო.

კომენტარები

ბოლო ამბები