Thumbnail

იაპონური რობოტის სამქულიანი - სტეფ კარიზე უკეთ ისვრის

  • იაპონიაში ახალი რობოტი გამოსცადეს
  • ტოიოტას შექმნილმა რობოტმა ცენტრიდან ჩააგდო

ამ სამქულიანის ნახვის შემდეგ, შესაძლოა, სტეფ კარის მიერ ცენტრიდან ჩაგდებული ბურთები დაივიწყოთ და სამქულიანების ახალ მეფედ ტოიოტას რობოტი აღიაროთ.

იაპონიის B ლიგის მატჩის შესვენებაზე ტოიოტამ ახალი რობოტი გამოსცადა, რომელმაც სამქულიანი ცენტრიდან ჩააგდო. რობოტი ზუსტად მოედნის ცენტრში დააყენეს, რის შემდეგაც მან სროლის კუთხე, ძალა და ტრაექტორია განსაზღვრა და ბურთი პირდაპირ კალათში მოათავსა.

რობოტი CUE3 სამქულიანებს ნებისმიერი წერტილიდან შესანიშნავად ისვრის. აღსანიშნავია, რომ შარშანდელ სეზონში ტოიოტას რობოტმა CUE-მ სამქულიანების კონკურსში ორ მოთამაშეს აჯობა.

იხილეთ CUE3-ის სამქულიანი 🤖🏀

კომენტარები

ბოლო ამბები