Thumbnail
  • ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მედლები დარჩენილ წონებში თამაშდება
  • 102 კგ წონაში ირაკლი ჩხეიძემ ატაცში 169 კგ დაძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
  • დღის ბოლოს მედლებისთვის ირაკლი თურმანიძე და ლაშა ტალახაძე იასპარეზებენ  

ბათუმის სპორტის სასახლეში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, ტურნირის ბოლო დღეს, 102 კილოგრამ წონით კატეგორიაში ირაკლი ჩხეიძემ იასპარეზა და გამოსვლა ატაცში მოპოვებული ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ეს საქართველოს მეცხრე მედალია ტურნირზე.

20 წლის ქართველმა სპორტსმენმა, რომელსაც მეტოქეობას 8 ძალოსანი უწევდა, ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა. ირაკლიმ გამოსვლა 163 კგ-ით დაიწყო, რის შემდეგაც 167 და 169 კგ დაძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.  

ატაცში საუკეთესო უკრაინელი დმიტრო ჩუმაკი იყო (175 კგ), ვერცხლი კი ბელარუსმა ვაძიმ სტრალცოვმა (170 კგ) დაისაკუთრა.

ატაცი

🏋‍♂ ირაკლი ჩხეიძე
163 კილოგრამი ✅
167 კილოგრამი ✅
169 კილოგრამი ✅

ირაკლის აკვრაში პირველი-ორი ცდა გაუცუდდა, რაც მუხლის ტრავმამ გამოიწვია. ჩხეიძემ მესამე ცდაზე 203 კგ მაინც დაიმორჩილა და ეს ამ დისციპლინაში მეექვსე შედეგი აღმოჩნდა.

პირველობა აქაც არავის დაუთმო უკრაინელმა დმიტრო ჩუმაკმა (216 კგ), მეორეზე სომეხი სამველ გასპარიანი გავიდა (209), მესამეზე კი - უკრაინელი რევა კოსტიანტინი (207)

აკვრა

🏋‍♂ ირაკლი ჩხეიძე
202 კილოგრამი ❌
203 კილოგრამი ❌
203 კილოგრამი ✅

ორჭიდში ირაკლი ჩხეიძემ, ჯამში 372 კგ აჩვენა და მეოთხე ადგილი დაიკავა. კონტინენტის ჩემპიონი უკრაინელი დმიტრო ჩუმაკი გახდა (391), ვერცხლი სომეხმა სამველ გასპარიანმა (377) მოიპოვა, ხოლო ბრინჯაო - ბელარუსმა ვაძიმ სტრალცოვმა (376). 

დღის ბოლოს, 17:30 საათზე, ტურნირის კულმინაცია დაიწყება - მედლებისთვის და რეკორდებისთვის მძიმე წონაში (+109 კგ.) ირაკლი თურმანიძე და ლაშა ტალახაძე იბრძოლებენ. 

საქართველოს ნაკრებს მიმდინარე ევროპირველობაზე ამ დროისთვის ჯამში 9 მედალი (2 ოქრო, 4 ვერცხლი, 3 ბრინჯაო) აქვს. ტურნირის წინა დღეებში მედლები ანტონ პლესნოიმ (96 კგ. ატაცში ვერცხლი, ორჭიდში ბრინჯაო), რევაზ დავითაძემ (89 კგ. ატაცში ოქრო, აკვრასა და ორჭიდში ბრინჯაოები), გოგა ჩხეიძემ (67 კგ. აკვრაში ვერცხლი, ორჭიდში ბრინჯაო) და შოთა მიშველიძემ (61 კგ. აკვრაში ოქრო) მოიპოვეს.

კომენტარები

ბოლო ამბები