Thumbnail
  • გენო პეტრიაშვილმა 4-დან 4 ორთაბრძოლა მოიგო.
  • ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა - 3-დან 3.

ინდოეთის საკლუბო ჩემპიონატი პრო-ლიგა გრძელდება. შეგახსენებთ, რომ მასში ორი ქართველი ფალავანი ასპარეზობს ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და მსოფლიოს ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი.

პრო-ლიგის გამარჯვებულმა პენჯაბ როიალსმა, სადაც პეტრიაშვილი ირიცხება, ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო. მე-4 ტურში ამ გუნდმა დელი სულთანსს 6:1 მოუგო. 

პეტრიაშვილი ინდოეთის ნაკრების წევრ ჰიტენდერს შეხვდა და პირველივე პერიოდში წმინდად დაამარცხა - 10:0. 

პეტრიაშვილი V ჰიტენდერი

ასევე შეუჩერებელია პრო-ლიგის მეორე ქართველი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და მისი გუნდი ჰარიანა ჰამერსი. მეოთხე ტურში მუმბაი მაჰარატხი 4:3 დაამარცხა. 

მოიგო ხინჩეგაშვილმაც - მონღოლ ბეკბაიარ ეედენებატიანთან პირველი პერიოდი 0:4 წააგო, მაგრამ მეორეში 8:0 აჯობა. 

ხინჩეგაშვილი V ეედენბატიანი

ხინჩეგაშვილი ინდოეთის პრო-ლიგაში დაუმარცხებელია, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის უჩვეულო 57 კილოში ასპარეზობს. მან სამიდან სამი ორთაბრძოლა მოიგო. ოთხიდან ოთხი მოიგო პეტრიაშვილმა. ქართველები  პრო ლიგის ტოპ ხუთეულში შედიან. 

ხინჩეგაშვილი მე-12 დღის საუკეთესო მოჭიდავედ დაასახელეს. 

ოთხი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს დაუმარცხებელი უპ დანგალი ლიდერობს 8 ქულით. 6-6 ქულა აქვთ ქართველთა გუნდებს - პენჯაბსა და ჰარიანას. პლეი ოფი ამ სამეულმა უკვე გაინაღდა.

მომდევნო მატჩები

22 იანვარი: პენჯაბ როიალსი-მუმბაი მაჰარატხი

23 იანვარი: ჰარიანა ჰამერსი-უპ დანგალი

კომენტარები

ბოლო ამბები