Thumbnail

ძალოსნობა | ანტონ პლესნოიმ საქართველოს ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოუტანა!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ევროპის ჩემპიონატის ბოლოსწინა დღეს ტურნირში კიდევ ერთი ქართველი ჩაერთო
  • 96 კილოგრამი წონით კატეგორიაში ვიქტორ პლესნოიმ იასპარეზა
  • მან ატაცში ვერცხლის მედალი მოიპოვა, ორჭიდის ჯამში კი ბრინჯაოს დაეუფლა

ბათუმის სპორტის სასახლეში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, ტურნირის ბოლოსწინა დღეს კიდევ ერთი ქართველი ჩაერთო. 96 კილოგრამი წონითი კატეგორიის „ა“ ჯგუფში 22 წლის ანტონ პლესნოიმ იასპარეზა, რომელიც უკვე 2 წელია, რაც საქართველოს მოქალაქეა.

ანტონ პლესნოიმ ატაცში შესანიშნავად იასპარეზა - სამივე მცდელობა გამოიყენა (165, 170 და 173 კგ) და ატაცში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ატაცის გამარჯვებული კი ბელარუსი იაუჰენი ციხანცოუ გახდა, რომელმაც 170, 174 და 178 კილოგრამი აწია. მანვე მოიგო ატაცის დისციპლინაც და ბელარუსს 3 ოქროს მედალი მოუტანა.

ატაცი

🏋‍♂ ანტონ პლესნოი
165 კილოგრამი ✅
170 კილოგრამი ✅
173 კილოგრამი ✅

აკვრაში პლესნოიმ პირველ ცდაზე 198 კილოგრამი აწია, მეორე მცდელობა კი, აეწია 204 კილოგრამი, წარუმატებელი გამოდგა (მსაჯებმა არ ჩაუთვალეს). სამაგიეროდ, მან 204 კილოგრამი მესამე ცდაზე სუფთად აწია. საბოლოოდ, 22 წლის სპორტსმენი აკვრაში მე-4 ადგილზე გავიდა, ორჭიდის ჯამში კი 377 კილოგრამით მე-3 ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

აკვრა

🏋‍♂ ანტონ პლესნოი
198 კილოგრამი ✅
204 კილოგრამი ❌
204 კილოგრამი ✅

ევროპის ჩემპიონატზე მედლებისთვის ხვალ კიდევ სამი ქართველი იბრძოლებს. 102 კილოგრამში ირაკლი ჩხეიძე იასპარეზებს, 17:30 საათზე კი ტურნირის კულმინაცია დაიწყება - მედლებისთვის და რეკორდებისთვის ირაკლი თურმანიძე და ლაშა ტალახაძე იბრძოლებენ. საქართველოს ნაკრების მონაგარი ამ დროისთვის 2 ოქრო, 4 ვერცხლი და 2 ბრინჯაოა!

კომენტარები

ბოლო ამბები