Thumbnail
  • 12-14 აპრილი. ევროპის ჩემპიონატი 
  • პირველ დღეს ხუთმა ქართველმა იჭიდავა
  • იაკობ ქაჯაია ფინალშია, ლევან ქავჟარაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

ბუქარესტში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში, რომელიც 14 აპრილამდე გასტანს. პირველ დღეს ბრძოლაში 5 წონით კატეგორიაში მოჭიდავე ფალავნები ჩაებნენ (55, 63, 77, 87, 130). ფინალური ბლოკი 13 აპრილს გაიმართება. 

იაკობ ქაჯაია (130 კგ) ფინალშია და ოქროს მედლისთვის იჭიდავებს, ხოლო ლევან ქავჟარაძე (63 კგ) - ბრინჯაოს მედლისთვის. დანარჩენებისთვის კი ყველაფერი დღეს დასრულდა. 

55 

ნუგზარ წურწუმიამ პირველი მეტოქე, სომხეთის წარმომადგენელი მკრტიჩიანი 5:2 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. სამწუხაროდ, წურწუმიამ ეს ეტაპი ვეღარ გადალახა, აზერბაიჯანელ აზიზლისთან 0:9 დამარცხდა. შემდეგ აზიზლიც გამოეთიშა ოქროს მედლისთვის ბრძოლას.  

63

ლევან ქავჟარაძემ უნგრელ ბენს კოვაჩს 10:0 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა. დებიუტანტმა მოჭიდავემ სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია რუს სტეპან მარიანიანს, რომელმაც მას აშკარა უპირატესობით აჯობა -3:11. 13 აპრილს ლევან ქავჟარაძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. 

ქავჟარაძე V მარიანიანი 

77

ბექა მამუკაშვილმა პირველ ორთაბრძოლაში ავსტრიელ ვაგნერს 6:5 მოუგო და მერვედფინალში გავიდა. მამუკაშვილი ედგარ ბაბაიანთან (პოლონეთი) 2:7 დამარცხდა. ბაბაიანი ფინალში ვერ გავიდა. 

87

სამწუხაროდ, რობერტ კობლიაშვილმა პოლონელ ტადეუშ მიხალიკთან დაპირისპირება 3:4 დათმო. 

130

იაკობ ქაჯაიამ აშკარად დაჯაბნა ფინელი ჰეიკი ლაჰტი - 9:0 და მეოთხედფინალში გავიდა. მან პოლონელ კრაევსკისაც იოლად გაუსწორდა - 10:0. 

ნახევარფინალში, დაძაბულ ორთაბრძოლაში, იაკობმა რუსი სერგეი სემიონოვი დაამარცხა 3:2 და ფინალში გავიდა, სადაც 13 აპრილს, თურქ რიზა კაიალპს შეხვდება. 

ქაჯაია V სემიონოვი 

კომენტარები

ბოლო ამბები