Thumbnail

ზიდანს კროოსი აღარ სჭირდება? რეალში მის შემცვლელად ორი ვარსკვლავი განიხილება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • AS: ზინედინ ზიდანმა ტონი კროოსის გაშვება გადაწყვიტა
  • რეალი ტოტენჰემისა და მანჩესტერ იუნაიტედის ვარსკვლავებს უმიზნებს

ესპანური სპორტული მედიის ინფორმაციით, ტონი კროოსს მადრიდის რეალში მომავალი აღარ აქვს. გაზეთი AS წერს, რომ 29 წლის ნახევარმცველი ‘სამეფო კლუბს’ ზაფხულში დატოვებს. ჩვენი ესპანელი კოლეგების ცნობით, ეს გადაწყვეტილება რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მიიღო.

კროოსის სანაცვლოდ აღებულ ფულს და გამოთავისუფლებულ ხელფასს მადრიდელები გერმანელის შემცვლელში დახარჯავენ. AS-ის ინფორმაციით, კროოსს რეალში ან პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნაიტედი) შეცვლის, ანაც კრისტიან ერიკსენი (ტოტენჰემი).

რეალის მთავარი სამიზნე პოლ პოგბაა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ესპანელები კროოსის რეალიდან წასვლის შესახებ წერენ. თვითონ ფეხბურთელს ჯერჯერობით არაფერი უთქვამს და ოფიციალური განცხადება არც კლუბს გაუკეთებია. ფაქტია, რომ გერმანელი ნახევარმცველი ბოლო დროს ისე ვეღარ თამაშობს, როგორც მისგან მადრიდში ელიან და ითხოვენ. ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ სამჯერ მოგების შემდეგ, რეალი ევროპის საკლუბო ელიტას წელს მერვედფინალიდან გამოეთიშა და აღარც ესპანეთის ჩემპიონობის შანსი აქვს. კლუბში დაბრუნებული ზიდანი ზაფხულში დიდ საკადრო ცვლილებებს გეგმავს.

ცნობილია, რომ ტონი კროოსი ინგლისის პრემიერლიგაში თამაშზე ოცნებობს. ინგლისურ პრესაში არაერთხელ დაიწერა, რომ მისი გადაბირებით მანჩესტერ იუნაიტედია დაინტერესებული.

კომენტარები

ბოლო ამბები