Thumbnail

‘ასეთ კომენტარს აღარ დავწერ!’ - რომას ფანი მოედანზე გაიყვანეს და დაარტყმევინეს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

მარკო ნიკოლაი რომას ფანია. ცოტა ხნის წინ, მან ‘ჯალოროსის’ ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოზე, რომელშიც ჩენგიზ უნდერის გოლები იყო თავმოყრილი, პარმას კარში გატანილი გოლის შესახებ ასეთი კომენტარი დაწერა: ‘ამ გოლს ხომ მეც გავიტანდი!’

რომაში გადაწყვიტეს, რომ მარკოს ეს კომენტარი უყურადღებოდ არ დაეტოვებინათ და კლუბის პარტნიორ ჰიუნდაისთან ერთად ასეთი რამ მოიფიქრეს: ტიფოზი ‘ოლიმპიკოზე’ დაპატიჟეს და სთხოვეს, გაეკეთებინა ზუსტად ის, რასაც კომენტარში თავდაჯერებული წერდა.

შეძლო თუ არა მარკომ ჩენგიზ უნდერის მსგავსი გოლის გატანა, ამას ვიდეოში ნახავთ, ჩვენ კი უბრალოდ გეტყვით, რომ ეს ვიდეო ძალიან სახალისოა.

‘ასეთ კომენტარს კიდევ დაწერ?’ - ჰკითხეს მარკოს ბოლო მცდელობის შემდეგ. ‘არა, არა მგონია!’ - ასეთი იყო მისი პასუხი.

კომენტარები

ბოლო ამბები