Thumbnail

მაკგრეგორმა ნურმაგომედოვთან მარცხის მთავარი მიზეზი დაასახელა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • კონორ მაკგრეგორმა ხაბიბ ნურმაგომედოვთან მარცხზე ისაუბრა
  • იქნება კიდევ ერთი დიდი ბრძოლა და მატჩ-რევანში?

2018 წლის ოქტომბერში, ხაბიბ ნურმაგომედოვმა კონორ მაკგრეგორი 4 რაუნდში დაამარცხა. ეს დიდი ბრძოლა სკანდალით დასრულდა - დაღესტნელი სპორტსმენი ოქტაგონიდგან გადახტა და კონორ მაკგრეგორის გუნდის წევრებს თავს დაესხა.

ირლანდიელმა მაშინ თქვა, რომ კრიტიკულ მომენტებში ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა და ნურმაგომედოვთან ამიტომაც წააგო, თუმცა ახლა უკვე ნამდვილი და მთავარი მიზეზი დაასახელა იმისა, თუ რატომ ვერ შეძლო მეტოქისთვის სათანადო წინააღმდეგობის გაწევა.

''ბრძოლამდე რამდენიმე კვირით ადრე ფეხი მოვიტეხე, თუმცა ოქტაგონზე გასვლა მაინც შევძელი. ბრძოლისგან კარგი გაკვეთილი მივიღე'', - ამბობს ახლა კონორი.

ბრძოლის დასრულების შემდეგ, ორივე მებრძოლმა დისკვალიფიკაცია მიიღო. ხაბიბი 9 თვით დასაჯეს, ხოლო კონორი 6 თვით. ირლანდიელმა მარტში განაცხადა, რომ UFC-ს კარიერა დაასრულა, თუმცა რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ კონორი ნურმაგომედოვთან მატჩ-რევანშისთვის მზად არის.

კომენტარები

ბოლო ამბები