- ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ თბილისის გრან პრის TOP 5 იპონი დაასახელა
- ნიკო ჭიკაიძის ილეთი მეორე ადგილზე გავიდა
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ არხზე თბილისისა და ანტალიის გრან პრიზე შესრულებული TOP 5 იპონის ვიდეოები გამოქვეყნდა. ანტალიის გრან პრიზე პირველი ადგილი ავთანდილ ჭრიკიშვილის იპონმა დაიკავა. რაც შეეხება თბილისის გრან პრის, TOP 5 იპონში ნიკო ჭიკაიძის ილეთი მოხვდა. 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ნიკომ მეორე წრეში უკრაინელი არტემ ფალკივსკი მტკივნეულ ილეთზე დაიჭირა, რის შემდეგაც მას მეტოქე დანებდა და ქართველმა იპონით იმარჯვა.
TOP 5-ში მოხვდნენ: პონტი (საფრანგეთი), ალფა ჯალო (საფრანგეთი), ჩერნოვიცკი (უნგრეთი), ჭიკაიძე (საქართველო), კორელი (ჰოლანდია).
კომენტარები