- ანტალიის გრან პრის გამორჩეული გდებები
- ავთანდილ ჭრიკიშვილის იპონი TOP 5 -ში მოხვდა
ანტალიის გრან პრიზე 90-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ავთანდილ ჭრიკიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიგო. ქართველი ძიუდოისტი მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, ალექსანდერ კუკოლს დაუპირისპირდა და მეტოქე ბრწყინვალე იპონით დაამარცხა მეტოქე.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ანტალიის გრან პრის TOP 5 იპონი გამოაქვეყნა, სადაც ჭრიკიშვილის ამ გდებამ პირველი ადგილი დაიკავა. ქართველი ძიუდოისტისთვის ეს ბრინჯაოს მედალი და TOP 5-ში პირველი ადგილი 2019 წლის პირველი აღიარება იყო.
ანტალიის გრან პრის TOP 5 იპონი: 5. კანგი (სამხრეთ კორეა) 4. უსტოპირიონი (ტაჯიკეთი) 3. კრასნიჩი (კოსოვო) 2. ტელციდუ (საბერძნეთი) 1. ჭრიკიშვილი (საქართველო)
კომენტარები