Thumbnail

საზარელი ტრავმა ევროპის ჩემპიონატზე - ფრანგმა ძალოსანმა ხელი მოიტეხა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ფრანგი ძალოსანი ერთ-ერთი ფავორიტი იყო, თუმცა უმძიმესი ტრავმა მიიღო
  • მიუხედავად ამისა, გაელ ნაეო კეჩანკემ ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში უსიამოვნო ფაქტი მოხდა. ქალთა შეჯიბრზე, 76 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფრანფი გაელ ნაეო კეჩანკე ერთ-ერთი ფავორიტი იყო და წარმატებითაც ასპარეზობდა, თუმცა სამწუხაროდ, საზარელი ტრავმა მიიღო.

გაელ ნაეო კეჩანკე დარბაზიდან კლინიკაში გადაიყვანეს

კეჩანკემ ატაცში პირველ ცდაზე 103 კილოგრამი ასწია, შემდეგ 106 კილოგრამი ვერ დააფიქსირა და როდესაც 107 კილოს შეეჭიდა, ხელი მოიტეხა. მიუხედავად ამისა, ფრანგმა ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. კეჩანკე დარბაზიდან პირდაპირ კლინიკაში გადაიყვანეს.

კალენ ნაეო კეჩანკეს საშინელი ტრავმა ევროპის ჩემპიონატზე

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on ხუთშაბათი, 11 აპრილი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები