Thumbnail

ერთი ოქრო და ორი ვერცხლი! 20 წლის რეზი დავითაძე ატაცში ევროპის ჩემპიონია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 11 აპრილი წარმატებული გამოდგა საქართველო ძალოსანთა ნაკრებისთვის
  • რევაზ დავითაძემ 3 მედალი მოიპოვა და რეკორდი დაამყარა

11 აპრილი წარმატებული გამოდგა საქართველოს ძალოსანთა ნაკრებისთვის. ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, 89 კილოგრამ წონით კატეგორიაში რევაზ დავითაძემ ბრწყინვალედ იასპარეზა და სამი მედალი მოიპოვა.

დავითაძემ ატაცში 170 კილოგრამი დაძლია და 23-წლამდელთა შორის ევროპის რეკორდი 2 კილოგრამით გააუმჯობესა. რაც მთავარია, რევაზმა ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა. სანამ 170 კილოგრამს დაძლევდა, იქამდე 164 და 167 კილო აიტაცა.

რევაზმა აკვრაში 194 კილოგრამი დაძლია, მეორე მისვლაზე 199 შეუკვეთა და ჩააგდო, თუმცა მესამე ცდაზე 200 კილოგრამს დაეჭიდა და გაართვა თავი. დავითაძემ ორჭიდის ჯამში 370 კილოგრამი მოაგროვა. შედეგად, რევაზმა აკვრაშიც და ჯამშიც ვერცხლის მედლები მოიპოვა და საქართველოს ნაკრებს 3 მედალი შემატა: ერთი ოქრო და ორი ვერცხლი, რაც ბრწყინვალე შედეგია. აკვრაში და ორჭიდის ჯამში ოქროს მედლები სომეხმა ძალოსანმა ჰაკობ მკრტიჩიანმა მოიპოვა.  

ატაცი

🏋‍♂ რევაზ დავითაძე
164 კილოგრამი ✅
167 კილოგრამი ✅
170 კილოგრამი ✅

აკვრა

🏋‍♂ რევაზ დავითაძე
194 კილოგრამი ✅
199 კილოგრამი ❌
200 კილოგრამი ✅

კომენტარები

ბოლო ამბები