Thumbnail

მე-9 პლეი ოფი კარიერაში - რა შანსი აქვს ზაზას დეტროიტს იანისის მილუოკისთან

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ზაზა V იანისი, რა შანსი აქვს დეტროიტს
  • NBA-ში 1 098 თამაშის ამბავი 
  • საინტერესო ფაქტები ფაჩულიაზე

NBA-ს 2018/19 წლების რეგულარული სეზონი დასრულებულია - ზაზა ფაჩულიას დეტროიტ პისტონსი დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილით შევიდა და პლეი ოფის I წრეში ქართველის ყოფილ გუნდ მილუოკი ბაკსს ხვდება. 

ზაზა V იანისი

ბუნებრივია, აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე გასული მილუოკი ამ დაპირისპირების აშკარა ფავორიტია. ამ გუნდმა რეგულარულში ყველაზე მეტი, 60 თამაში მოიგო. რაც დიდწილად, იანის ანტეტოკუნმპოს დამსახურებაა. 

sportschatplace.com-ის ანალიზის მიხედვით, ბაკსს 5 პოზიციიდან 4-ზე აქვს უპირატესობა (მათ შორის ცენტრზეც, რაც ცოტა საკამათოა). ერთადერთი მსროლელის პოზიციაზე მალკოლმ ბროგდონის ტრავმის გამო, უპირატესობა დეტროიტს აქვს. 

ფაჩულიას პლეი ოფში იანისთან დაპირისპირება მოუწევს

სათადარიგოთა სკამის შედარებამაც მილუოკის უპირატესობა გამოავლინა: "პისტონს ჰყავს სკამის ისეთი მოთამაშეები, რომლებიც რეალურად ეხმარებიან გუნდს - გალოვეი, სმითი, კენარდი, მეიკერი და ფაჩულია. ეს არის კარგი ნაზავი მსროლელების, ფიზიკურად ძლიერი კალათბურთელებისა და გამოცდილი მოთამაშეების. მაგრამ, დეტროიტისთვის სამწუხაროდ, ბაკსის სათადარიგოთა სკამი ღრმაა - ჰილი, უილსონი, სტერლინგი, ილიასოვა, ფრეიზერი და სნელი. იმდენად დაბალანსებული გუნდია, რომ ხშირად იანისის დასვენებასაც უპრობლემოდ ახერხებს", - წერს sportschatplace.com. 

sportschatplace.com-ის დასკვნა: მილუოკი მოიგებს 5 თამაშში. 

წაიკითხე | სეზონის მთავარი საკალათბურთო მატჩების წინ - ვინ ვინ არის პლეი ოფში

მიუხედავ იმისა, რომ ამ სეზონში მილუოკიმ ოთხივე დაპირისპირება მოიგო, გუნდებს ერთმანეთში იანვრის მერე არ უთამაშიათ. დეტროიტი კი ახლა უკეთეს ფორმაშია და ბაკსს ბროგდონი ჰყავს ტრავმირებული. 

დეტროიტი V მილუოკი

14 აპრილი: სტუმრად
17 აპრილი: სტუმრად
20 აპრილი: შინ
22 აპრილი: შინ
V მატჩი: (თუ საჭირო გახდა) სტუმრად

რა იქნება მომავალში

პლეი ოფის დასრულების შემდეგ 35 წლის ფაჩულია თავისუფალი აგენტი გახდება, რა იქნება შემდეგ ჯერ არავინ იცის. ფაქტია, ქართველ ცენტრს კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება არ გამოუცხადებია და სავარაუდოდ, ის თამაშს გააგრძელებს. იქნება ეს მე-17 სეზონი NBA-ში, თუ ზაზა ევროპაში დაბრუნდება, მომავალი გვიჩვენებს.

ზაზა ვეიდისა და ნოვიცკის წასვლას გამოეხმაურა

ზაზა ფაჩულია. საინტერესო ფაქტები 

ფაჩულიამ ამ სეზონში 68 მატჩში ითამაშა

🏀 ეს იყო ზაზა ფაჩულიას მე-16 სეზონი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში.

🏀 2018/19 წლების სეზონში ფაჩულია 68 თამაშში მიიღო მონაწილეობა (3 სასტარტო).

🏀 საშუალო სტატისტიკა: 12.9 წუთი - 3.9 ქულა, 3.9 მოხსნა და 1.3 პასი.

🏀 სულ კარიერაში - 1 098 თამაში რეგულარულ სეზონებში, აქედან 516 სასტარტოში.

🏀 საშუალო სტატისტიკა კარიერაში (რეგულარული): 20.3 წუთი - 6.8 ქულა, 5.8 მოხსნა და 1.3 პასი.

🏀 საშუალოდ ქულებით ეს იყო ზაზას მეორე ყველაზე ცუდი სეზონი. მხოლოდ მისთვის პირველ სეზონს სჯობს - 3.3 ქულა.

🏀 3.9 მოხსნა სეზონში ზაზასთვის მესამე უარესი შედეგია. სჯობს მისთვის პირველ სეზონს (1.8) და 2009/10 წლების სეზონს (3.8).  

16 სეზონი, 6 გუნდი

🏀 16 სეზონი ზაზამ 6 გუნდში გაატარა - ორლანდო (1 სეზონი), მილუოკი (1+2), ატლანტა (8), დალასი (1), გოლდენ სტეიტი (2) და დეტროიტი (1).  

🏀ექვსივე გუნდში ფაჩულია მხოლოდ 27-ნომრიანი მაისურით თამაშობდა.

🏀 ზაზამ ამ სეზონში 267 ქულა ჩააგდო, კარიერაში (რეგულარული) - 7 414.

🏀 ზაზამ ამ სეზონში 265 მოხსნა გააკეთა, კარიერაში (რეგ) - 6 315.

🏀სხვა სტატისტიკა კარიერაში (რეგ) - 1 433 პასი, 768 ჩაჭრა, 378 ბლოკი.

🏀 ქართველს 16 სეზონის განმავლობაში ერთი სამქულიანიც არ ჩაუგდია. 

🏀 ამ სეზონში ზაზას საუკეთესო შედეგი ქულებში (11 ტორონტოსთან), სეზონებს შორის უარესი შედეგია. 

🏀 კარიერის საუკეთესო შედეგი 27 ქულა 2007 წლის 7 მარტს ატლანტას რიგებში ვაშინგტონის წინააღმდეგ. 

🏀 ფაჩულიასთვის კარიერაში მე-9 პლეი ოფი იწყება. 4 სეზონი ატლანტაში, 2 გოლდენ სტეიტში (ორივეჯერ ჩემპიონი გახდა), 1 სეზონი მილუოკიში და 1 დალასში. 

🏀 ზაზამ პლეი ოფებში 73 თამაშში მიიღო მონაწილეობა (26 სასტარტოში). 

🏀 კარიერაში 60.35 მილიონი $ გამოიმუშავა.

მიღწევები

🏀 ფაჩულია NBA-ს ორგზის ჩემპიონია.

🏀 1098 თამაში კარიერაში (რეგ) მე-12 შედეგია მოქმედ მოთამაშეებში.

🏀 სულ კი 74-ე შედეგია. 

🏀 2 362 მოხსნა მეტოქის ფარზე მოქმედ კალათბურთელებში მე-8 შედეგია, სულ 53-ე.

🏀 სულ 6 315 მოხსნა ასოციაციის მოქმედ კალათბურთელებში მე-16 შედეგია.

🏀 2015/16 წლების სეზონში (დალასი) ფაჩულიამ 718 მოხსნა მიითვალა - ეს იმ სეზონში მე-14 შედეგი იყო. 

კომენტარები

ბოლო ამბები