Thumbnail

სასწაული დაბრუნება 0:6, 0:5-ის შემდეგ - ტარა მურმა წაგებული თამაში მოიგო!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ITF-ს ტურნირზე სანდერლენდში დაუჯერებელი ამბავი მოხდა
  • ტარა მურმა პირველი სეტი 0:6 წააგო, მეორეს 0:5-ს აგებდა და თამაში მოიგო

ეს ჩოგბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი და დაუჯერებელი ქამბექია! ბრიტანელმა ტარა მურმა შეუძლებელი შეძლო და ახლა მთელი საჩოგბურთო სამყარო მასზე ლაპარაკობს.

ტარა მური მსოფლიო რეიტინგში 479-ე ადგილზეა

მური მსოფლიო რეიტინგში 479-ე ადგილზეა და სანდერლენდში 201-ე ჩოგანს, ფრანგ ჯესიკა პონშეს ეთამაშებოდა. ბრიტანელმა პირველი სეტი 0:6 წააგო, მეორე სეტში კი 0:5-ს და 30:40-ს აგებდა, როცა პონშეს მატჩპოინტი სასწაულად მოიგერია, მერე კი საერთოდ თამაშის თავის სასარგებლოდ შეტრიალება მოახერხა და 0:6, 7:6 (9:7), 6:3 მოიგო!

“იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდა მოთამაშეებს მოტივაციას შემატებს ის, რაც დღეს შევძელი. ეს იყო საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ რატომ არ უნდა დანებდე არასდროს და ყოველთვის ბოლომდე უნდა იბრძოლო,” - დაწერა 26 წლის ჩოგბურთელმა მოგვიანებით “ტვიტერზე”.

ხუთშაბათს, მურმა მერვედფინალში გერმანელი ტალანტი იანა მორდერგერიც (754-ე ჩოგანი) დაამარცხა - ოღონდ, უკვე სასწაულების გარეშე, 6:4, 6:3.

კომენტარები

ბოლო ამბები