Thumbnail

ძალოსნობა | 14 წლის ნათია გადელიამ ექვსივე ცდა გამოიყენა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ბათუმში გრძელდება ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში
  • დღეს, ფიცარნაგზე კიდევ ერთი ქართველი, რევაზ დავითაძე გამოვა
  • მანამდე, ნათია გადელიამ იასპარეზა

ქართული სპორტის ეპიცენტრში ისევ ბათუმია, სადაც კონტინენტის პირველობა მიმდინარეობს ძალოსნობაში. ტურნირში ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე, 14 წლის ნათია გადელია ჩაერთო, რომელსაც საერთაშორისო ასპარეზზე დებიუტი ჰქონდა.

ნათიამ როგორც ატაცში, ისე აკვრაში სამ-სამი ცდა წარმატებით გამოიყენა. ატაცში 57, 61 და 64 კილოგრამი ასწია, აკვრაში კი 77, 83 და 85 კილოგრამს მოერია. შედეგად, ორჭიდის ჯამში 149 კილოგრამი მოაგროვა. ნათიამ ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფში იასპარეზა. დღეს, ფიცარნაგზე კიდევ ერთი ქართველი, რევაზ დავითაძე გამოვა.

ატაცი

🏋‍♂ ნათია გადელია
57 კილოგრამი ✅
61 კილოგრამი ✅
64 კილოგრამი ✅

აკვრა

🏋‍♂ ნათია გადელია
77 კილოგრამი ✅
83 კილოგრამი ✅
85 კილოგრამი ✅

კომენტარები

ბოლო ამბები