Thumbnail
  • ინგლისურ კლუბს ფეხბურთელის გადაბირება ჯერ კიდევ გასულ სეზონში სურდა.
  • ტრანსფერი შესაძლოა ამ კვირაშივე განხორციელდეს.
  • ემერიკ ლაპორტი ატელტიკის ღისებას 2012 წლიდან იცავს.

მანჩესტერ სიტი ბილბაოს ატლეტიკის ცენტრალური მცველის, ემერიკ ლაპორტისადმი ინტერესს ისევ იჩენს.

23 წლის ფრანგ ფეხბურთელს ბასკურ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს.

“ქალაქელები” ცენტრალური მცველის დამატებას ჩქარობენ. მანჩესტერული კლუბი მზადაა, გადაიხადოს ტრანსფერისთვის საჭირო თანხა - 66 მილიონი ევრო და მიმდინარე კვირაშივე დაასრულოს გარიგება, - იუწყება El Chiringuito.

გვარდიოლას საბა კვერკველია ურჩიეს - სიტი ცენტრალურ მცველს ეძებს

მიმდინარე სეზონში მცველმა ესპანეთის ჩემპიონატის 19 მატჩში ითამაშა და ერთი საგოლე პასი მიითვალა.

ლაპორტი საფრანგეთს ახალგაზრდული ნაკრების მცველია.

მანჩესტერ სიტი ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს 65 ქულით ლიდერობს.

კომენტარები

ბოლო ამბები