Thumbnail

დიეგო კოშტას სასჯელი - ფორვარდისთვის სეზონიც დასრულდა და ატლეტიკოც?

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მადრიდის ატლეტიკოს თავდამსხმელი სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს
  • 30 წლის ფეხბურთელი მსაჯის შეურაცხყოფისთვის დისკვალიფიკაციით დასაჯეს
  • ატლეტიკოში უკმაყოფილონი არიან ფეხბურთელის ქცევითაც და თამაშითაც 

მადრიდის ატლეტიკოს თავდამსხმელი დიეგო კოშტა სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს. marca-ს ინფორმაციით, ლა ლიგის 31-ე ტურის მატჩში ბარსელონასთან (0:2), არბიტრის ხესუს ხილ მანსანოს შეურაცხყოფისთვის, ფორვარდი რვამატჩიან დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ამას გარდა, ფეხბურთელი დაჯარიმდა 6 ათასი ევროთი, მადრიდული კლუბი კი - 2,8 ათასი ევროთი.
 
30 წლის ფეხბურთელმა ბარსელონასთან შეხვედრის პირველ ტაიმში არბიტრს დაუპირსიპირდა, რის შემდეგაც წითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. მანსანომ თავის რაპორტში მიუთითა, რომ ფეხბურთელი შუერაცხყმყოფელი გამონათქვამით მისი დედის მისამართით გამოირჩა. მოგვიანებით თავად დიეგომ ბრალდება კი უარყო, თუმცა მისი ხმა მსაჯის მიკროფონმა დააფიქსირა და ჩაწერილია. 

მანამდე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ატლეტიკოს ხელმძღვანელობა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ფეხბურთელის გაყიდვის ვარიანტზე ფიქრობს. მადრიდულ კლუბში უკმაყოფილონი არიან როგორც ფორვარდის ქცევით, ისე მისი სათამაშო მახასიათებლებით.

30 წლის თავდამსხმელი, რომელსაც ბრაზილიისა და ესპანეთის მოქალაქეობა აქვს, ატლეტიკოში 2018 წლის იანვარში, ლონდონის ჩელსიდან დაბრუნდა. მიმდინარე სეზონში კოშტამ ესპანეთის ჩემპიონატის 16 მატჩში ითამაშა, გაიტანა 2 გოლი და შეასრულა ამდენივე საგოლე პასი. თავდამსხმელს ატლეტიკოსთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

ბარსელონას ატლეტოკოსთან გამარჯვების შემდეგ 73 ქულა აქვს და ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურით ადრე, დიეგო სიმეონეს გუნდს 11 ქულით უსწრებს.

კომენტარები

ბოლო ამბები